რისი მომზადება შეიძლება ყავის ნალექიდან

ჩვენი რედაქციის მთავარი ამოცანაა ახალი და უჩვეულო რამ გაჩვენოთ. დღეს საკმაოდ ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ – ლიმონი-შვრიის ფხვიერი ნამცხვარი ყავით.

ლიმონის ფხვიერი ნამცხვარი

რეცეპტი ყავის მოყვარულებისთვის ნამდვილი სენსაცია გახდება. ყავის, ლიმონის და შვრიის გასაოცარი კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა, ამასთან ძალიან გემრიელია. ასეთი ფხვიერი ნამცხვარი ლიმონის ცედრით მოულოდნელი სტუმრის გასამასპინძებლად გამოგადგებათ, რადგან ძალიან სწრაფად მზადდება.

რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც დაფქული ყავა, ასევე ყავის ნალექი. მთავარი პირობა – ნებისმიერ შემთხვევაში ყავა წვრილად დაქუცმაცებული უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ შვრიის ფანტელები
  • 100 გრ შაქარი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ დაფქული ყავა (ან ყავის ნალექი)
  • 2 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ სოდა

მომზადება:

1. პირველ რიგში, შვრიის ფანტელების ნახევარი მოცულობა შაქართან ერთად დააბლენდერეთ.

2. ახლა ნარევს ზეთი, ყავა, ლიმონის ცედრა და დარჩენილი შვრიის ფანტელები დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ და ლიმონის წვენის და სოდის ნარევი დაუმატეთ.

3. მიღებული მასიდან ნიგვზის ზომა ბურთები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. გახსოვდეთ, რომ ბურთებს შორის დაშორება მინიმუმ 5 სმ უნდა იყოს.

4. ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ და ფხვიერი ნამცხვარი დაახლოებით 15 წუთით აცხვეთ.

5. ყავა-შვრიის ფხვიერ ნამცხვარს ცოტა გაგრილება აცადეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ეს გემრიელი ლიმონის ფხვიერი ნამცხვარი მინიმუმი ინგრედიენტებით ძალიან მოკლე დროში მზადდება.