ჰერპესი – ვირუსული ინფექციაა, რომელიც აინფიცირებს ადამიანის უჯრედს. ჰერპესი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, აგრეთვე დაიფინცირება შესაძლებელია როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე სქესობრივი გზით და კონტაქტის საშუალებით. ჰერპესი განსაკუთრებით ვლინდება დაქვეითებული იმუნიტეტის დროს.
შემოგთავაზებთ ჰერპესის სამკურნალო 11 ნატურალურ საშუალებას
ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ არასასურველ გამონაყარს და განიკურნოთ ამ ვირუსული დაავადებისგან.
1. წყალბადის ზეჟანგი
თუ წყალბადის ზეჟანგით 2-3 საათში ერთხელ დაიმუშავებთ გამონაყარს, საღამოს ტუჩების გარშემო კანი იქნება თავისუფალი. ეს ეფექტურია, მაგრამ ამავე დროს მტკივნეული.
2. სამედიცინო სპირტი
ჰერპესის შედეგად წარმოქმნილ ქავილს მოგიხსნით სამედიცინო სპირტი. გამონაყარი მოიწვით სპირტის საშუალებით. როგორც კი ქავილი დაგეწყებათ პროცედურა გაიმეორეთ. 3-4 დღის შემდეგ დაავადებას თავს დააღწევთ, მაშინ როცა მედიკამენტოზური მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე.
3. პროპოლისის ხსნარი
უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული პროპოლისი გაგათავისუფლებთ ჰერპესისგან.
4. ყინული
როგორც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ გამონაყარს წარმოქმნისთანავე შველის ყინული. არ დაკარგოთ დრო და დაუყონებლივ დაიდეთ გამონაყარზე ყინული, რომელიც მოგიხსნის ტკივილს და არ მისცემს ინფექციას განვითარების საშუალებას.
5. კორვალოლი და ვალოკორდინი
კორვალოლითა და ვალოკორდინით, რომლებიც გულის სამკურნალო საშუალებებია, ყოველ 2-3 საათში დაიმუშავეთ გამონაყარი და 1 დღეში გათავისუფლდით ჰერპესისგან.
6. ნიორი
ნიორი დაგეხმარებათ ინფექციის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე. ნიორის ერთი კბილი გაჭერით, დაიდეთ გამონაყარზე ან დანაყეთ და წაისვით.
7. კბილის პასტა მენთოლით
კბილის პასტა წაისვით დაზიანებულ ადგილზე.
8. რძე
მარლის საფენი დაასველეთ 1,5%-იან ცხიმიანობის რძეში და დაიფინეთ გამონაყარზე. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.
9. ძირტკბილა
ძირტკბილას გამხმარი ფესვები დაფხვენით, დაამატეთ ცოტა წყალი და მომზადებული მასა წაისვით გამონაყარზე.
10. პიტნის ეთერზეთი
პიტნის ეთერზეთი დღეში სამჯერ წაისვით დაზიანებულ ადგილზე.
11. ალოე
ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ უებარია ალოე. ყოველ ორ საათში ერთხელ დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე ალოეს ნაჭერი ან წაისვით წვენი.
ჰერპესი ჩნდება მაშინ, როცა იმუნიტეტი დაქვეითებულია. ამ საშუალებების გამოყენებასთან ერთად უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. დაავადების აღმოსაფხვრელად უნდა მიიღოთ ვიტამინები, გაამდიდროთ თქვენი საკვები რაციონი B ჯგუფის ვიტამინებითა და თუთიით მდიდარი საკვებით.
ჰერპესისგან გასათავისუფლებად გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ვირუსულ ინფექციას აუცილებლად უნდა უმკურნალოთ და იზრუნოთ იმაზე, რომ გარშემომყოფები არ დააინფიციროთ.