ჩვენი სხეული იდეალური მექანიზმია, რომელშიც ბევრი რამე ხდება ერთდროულად. როდესაც მის პროცესებს პრობლემები აწუხებთ, იგი ნიშანს გვაძლევს და ასეთი სიმპტომების დაიგნორებამ შესაძლოა სერიოზული დაავადებებიც კი გამოიწვიოს. ნახეთ იმ ნიშნების სია, რომელსაც ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ინსომნია, გაღიზიანება, ფეხის კრუნჩხვები
თუკი ასეთ ნიშნებს გაძლევთ თქვენი ორგანიზმი, მაშინ მას მაგნეზიუმი და პოტასიუმი სჭირდება. ამ მნიშვნელოვანი ელემენტების მისაღებად მიირთვით პამიდორი, ფორთოხალი, ბანანი და ისპანახი.
მშრალი კანი
კანის სიმშრალე E ვიტამინის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ასეთ დროს უნდა ჭამოთ მეტი ბოსტნეული, თხილეული და თევზი.
ტკბილეულის ჭამის სურვილი
თუკი ასეთი სურვილი ძლიერად გაწუხებთ, მაშინ ამის მიზეზი სტრესი, დეპრესია ან გადაღლა შეიძლება იყოს. ასეთ დროს თქვენი ორგანიზმი მეტ გლუკოზას ითხოვს, რის გამოც სჯობს შავი შოკოლადი ან თაფლი მიირთვათ.
ყინულის ჭამის სურვილი
თუკი ყინულის ჭამის სურვილი გიჩნდებათ, მაშინ შესაძლოა რკინის ნაკლებობა გაწუხებდეთ. მისი მიღება შესაძლებელია ხორცის, კვერცხების და მოლუსკების ჭამით.
ღრძილების სისხლდენა
ასეთი სიმპტომი C ვიტამინის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. მის მისაღებად შეგიძლიათ ჭამოთ ციტრუსები, ისპანახი, წითელი წიწაკა, პამიდორი, კომბოსტო და ბროკოლი.
სუსტი ფრჩხილები და თმა
ამ ნიშნებით ორგანიზმი გეუბნებათ, რომ B ვიტამინის ნაკლებობას განიცდით. ამის გამოსასწორებლად დალიეთ მეტი რძე და მიირთვით სოკო.
წრეები თვალებზე
თვალის გუგაზე წრეები 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ და ეს ნორმალურია. თუმცა მათი შემჩნევა ახალგაზრდულ ასაკში ქოლესტეროლის მაღალ დონეზე მიანიშნებს, რის გამოც ექიმს უნდა მიმართოთ.
ბერძნული თითი
ეს სახელწოდება ფეხზე ცერა თითზე უფრო გრძელი საჩვენებელი თითის ქონაზე მიანიშნებს, რაც შეიძლება შემაწუხებელი ხახუნის და დისკომფორტის გამომწვევი გახდეს. ამის გამო დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ თქვენი ფეხსაცმელების სტილი და ზომა.