ასე დავამარცხე თმის ცვენა მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ

უძლიერესი ნატურალური საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ თმის ცვენისგან.

მიუხედავად იმისა, რომ თმის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, მაინც ბევრ ადამიანს აწუხებს თმის ცვენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ქალებს. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომლებიც ეფექტური და ეკონომიურია.

პირადად მე თმის ცვენის პრობლემა მშობიარობის შემდეგ დამეწყო. ხანდახან თმა ბღუჯადაც კი მცვიოდა და თმის დავარცხნის მეშინოდა. მეგობარმა საუკეთესო საშუალება მირჩია, რომლის წყალობითაც თავის კანზე სისხლის მიმოქცევა უმჯობესდებოდა, რის შედეგადაც იღვიძებს თმის მიძინებული ძირები, ჩერდება ცვენა და ხელს უწყობს თმის გაზრდას.

გადავწყვიტე მეგობრის რჩევა მეცადა და რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგმა გამაოცა, მაშინ როცა თითქმის სიმელოტე მქონდა დაწყებული. გადავწყვიტე ეს უძლიერესი ნატურალური რეცეპტი თქვენთვისაც გამეზიარებინა.

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?

ალბათ გსმენიათ, რომ თმის გასაზრდელად იყენებენ ლუდს. თუ ამ პროდუქტს გააჯერებთ სხვა იგრედიენტებით, მიიღებთ უძლიერეს ნიღაბს, რომელიც ამაგრებს და ზრდის თმებს.

შემოგთავაზებთ რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
  • ბანანი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ლუდი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

ბანანი გაფცქვენით და კარგად დაჭყლიტეთ, შემდეგ კი დაამატეთ დანარჩენი კომპონენტები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მომზადებული მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე, დაიფარეთ ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ. 40 წუთის შემდეგ კი, როგორც წესი შამპუნით დაიბანეთ.

რეკომენდებულია ნიღაბი გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ თქვენი თმის რაოდენობა გაორმაგდება,

გამოიყენეთ იაფი ნატურალური საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.