პროდუქტები, რომლებიც ათხელებენ სისხლს, შეწყვეტენ თქვენი შინაგანი ორგანოების შიმშილს და თრომბების წარმოქმნას
სქელი, ბლანტი სისხლი საშიშია ჯანმრთელობისათვის
შენელებულ სისხლის მიმოქცევას შედეგად მოჰყვება შინაგანი ორგანოებისათვის ჟანგბადის არათანაბარი რაოდენობით მიწოდება, რაც იწვევს თრომბების წარმოქმნას.
პრეპარატები, რომლებიც ათხელებენ სისხლს
სისიხლის გასათხელებლად ბევრი იყენებს ასპირნს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას სარგებლობასთან ერთად ზიანიც მოაქვს. კუჭის კედლებზე მიმაგრებული ასპირინის ნარჩენები იწვევენ წყლულების ჩამოყოლიბებას. ამიტომ ფიტოთერაპევტები და ხალხური მედიცინის რეცეპტები ასპირინის ნაცვლად იყენებენ ჟოლოს ფოთლებისა და შავი მოცხარის ნახარშს.
სალიცინის მჟავას ბევრი ხილი და ბოსტნეული შეიცავს. შეგიძლიათ ეს ბუნებრივი პროდუქტები გამოიყენოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.
აგრეთვე გირჩევთ, რომ შეამციროთ იმ საკვები პროდუქტების გამოყენება, რომელიც მდიდარია K ვიტამინით, რადგან მათ პირიქით სისხლის შედედების კარგი უნარი აქვთ. K ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ძირითადად შავი ფერის ნაყოფის მქონე ხილია, აგრეთვე ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.
დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ სქელი სისხლი გაქვთ, K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება დაუშვებელია, რადგან ისინი სისხლის შედედების უნარს ფლობენ.
შემოგთავაზებთ იმ საკვები პროდუქტების ნუსხას, რომლებიც სისხლის სიბლანტის მოსახსნელად ეფექტური საშუალებებია.
თევზის ქონი საუკეთესო სისხლის გამათხელებელია. მას შეუძლია უკვე არსებული თრომბისა და ნარჩენების დეკომპრესია. ექიმების რჩევით, კვირაში 3-4-ჯერ მიირთვით თევზი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შედიოდეს იოდი. რეგულარულად მიიღეთ ზღვის კომბოსტო. გამხმარი ზღვის კომბოსტო ყავის საფქვავში დაფქვით და დღში ერთხელ 1 ჩ. კ. ოდენობით მარილის ნაცვლად საჭმელში გამოიყენეთ. იგი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ზრდის სისხლის უჯრედების ტონუსს.
სისხლის გათხელების უნარი აქვთ პროდუქტებს, რომლებიც ტაურინს შეიცავენ. მათ აქვს უნარი დაარეგულიროს სისხლის წნევა. ტაურინს დიდი რაოდენობით შეიცავენ ზღვის პროდუქტები და თევზი. საკვებ რაციონს დაამატეთ ნიგოზი და ნუში.
გირჩევთ, დაამატეთ საკვებ რაციონს ნიორი. ნიორი ეს ბუნებრივი უძლიერესი სამკურნალო საშუალება ამცირებს სისხლის სიბლანტეს. თქვენს საკვებ რაციონს დაამატეთ ნესვი, გრეიფრუტი, წითელი ბულგალური წიწაკა და პამიდორი.
სისხლის გათხელებას უზრუნველყოფს სამკურნალო ბალახი ძიძო, ალუბალი, წითელი მშრალი ღვინო. მიირთვით სადილობისას ერთი ჭიქა ღვინო- ეს საუკეთესო საშუალებაა.
ჩილის წიწაკა შეიცავს A და E ვიტამინებს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ათხელებენ სისხლს და აფერხებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რიცხვს.
ყოველ დილით მიიღეთ ფორთოხლის წვენი-ეს სისხლის გათხელების საუკეთესო საშუალებაა და C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
დაიმახსოვრეთ, რომ ფორთოხლის წვენის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წყლულის, გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის დროს.
აიღეთ 250 გრ ნიორი, დაამატეთ 300 გრ თაფლი, დააყოვნეთ 3 კვირა და მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე.
0,5 ლ არაყი დაასხით 100 გრ დაფქვილ ჯავზს და დააყოვნეთ 21 დღე. ყოველ დღე შეანჯღრიეთ, შემდეგ გაფილტრეთ.
მეოთხედი ჭიქა ცხელ წყალსში ჩააწვეთეთ 20-30 წვეთი მომზადებული ნაყენი და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. შემდეგ 10 დღე დაისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. ჩაიტარეთ 5 კურსი.
ჩაღეჭეთ ½ მწარე აბზინდას (ბალახოვანი მცენარე) გამხმარი ყვავილი და მიაყოლეთ 1 ჩ. ჭ. კეფირი. პროცედურა ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე 9 საათზე. შემდეგ 7-10 დღე დაისვენეთ. ეს საშუალება აგრეთვე წმენდს ღვიძლს და აძლიერებს იმუნიტეტს.
სისხლის გათხელებისათვის საუკეთესო საშუალებაა თუთის ფესვები. აიღეთ 200 გრ თუთის ნედლი ფესვები გარეცხეთ და დაჭერით, მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით 3 ლ ცივი წყალი და დატოვეთ 1 საათით. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. გააციეთ, გაფილტრეთ და შედეთ მაცივარში. მიიღეთ 5 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ ჭამამდე 200 გრამის ოდენობით. შეისვენეთ 2-3 დღე და შემდეგ ისევ გააგრძელეთ მკურნალობა.
გაღვივებული ხორბალი სისხლის გათხელების ერთ-ერთი სუკეთესო საშუალებაა. ყოველ დღე შეჭამეთ 1 ს. კ. გაღვივებული ხორბალი. სასურველია გაღვივებული ხორბალი და 1 ჩ. კ. სელის თესლი დაამატეთ ბოსტნეულის სალათებს.
გამოყენებამდე ადრე 24 საათით ხორბლის მარცვლები კარგად გარეცხეთ, ცოტა წყალში ჩაალბეთ ( მარცვლები რომ დაიფაროს), დადეთ სითბოში და გაადაფარეთ ხელსახოცი.
დაიმახსოვრეთ, თუ გაღვივებული ხორბალს იყენებთ, დაუყონებლივ შეწყვიტეთ პურის მიღებას. ხორბალი 2-3 დღით შეინახეთ მაცივარში.
თუ თქვენ რეგულარულად მიიღებთ გაღვივებულ ხორბალს, გამოიჯანმრთელებთ ორგანიზმს, მხედველობას და სისხლის ანალიზის შედეგი გაგოცებთ.
დარიჩინი და ჯანჯაფილი სისიხლის გამათხელებელი ბუნებრივი პროდუქტებია. აიღეთ ჯანჯაფილის კოჭა (დააახლოებით 4 სმ სიგრძის), დაამატეთ მწიკვი დარიჩინი, 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი. ცოტა ხნით დააყოვნეთ, გაფილტრეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმონი და თაფლი გემოვნებით. მომზადებული ნაყენი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ყველა რეცეპტი ხალხური მედიცინიდანაა აღებული და გაჯერებულია ბუნებრივი პროდუქტებით.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!