თვალისმომჭრელი ღიმილი, ძლიერი და ჯანმრთელი კბილები-ყველა ადამიანის ოცნებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ოცნება ოცნებად რჩება. დაუბალანსელებელი კვება, ცუდი ჩვევები, მედიკამენტების ხშირად გამოყენება, გენეტიკა -ჩვენს კბილებზე ცუდად აისახება.
ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ქვები და გაყვითლებული ემალი. ეს პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიების ნიშნებია, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტმა და ყელის ინფექციამაც.
შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებულ ნატურალური იგრედიენტებით დატვირთულ საშუალებას, რომელიც მოგაშორებთ კბილებზე ქვებს.
საჭირო იგრედიენტები:
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- წყალბადის ზეჟანგი
- წყალი
მომზადების წესი:
- აურიეთ სოდა და მარილი. კბილის ჯაგრისი წყლით დაასველეთ, შემდეგ დაფარეთ მომზადებული ფხვნილით და კილები, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში,
- კარგად გაიხეხეთ.
- წყალი და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ თანაბარი პროპორციებით და მომზადებული სავლები გამოივლეთ. სავლები 1 წუთით დაიყოვნეთ პირში, შემდეგ კი ცივი წყლით გამოირევხეთ.
- ბოლოს კი კბილები გაიწმინდეთ კბილის საწმენდი საშუალებით და კბილის ძაფით, გამოივლეთ სპეციალური სავლები, შემდეგ პირი კვლავ ცივი წყალი გამოირეცხეთ.
პროცედურა ჩაიტარეთ სამ დღეში ერთხელ და ორი კვირის შემდეგ თქვენი კბილები საგრძნობლად გათეთრდება და თვალისმომჭრელად იბრწყინებს
რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციაც გაიაროთ და იზრუნოთ თქვენს სილამაზეზე.