9 ვარჯიშის დროს დაშვებული შეცდომა, რომელიც სასურველი ფორმების მიღებაში გიშლით ხელს

როდესაც არჯიშის და დიეტის ცნობილი ხერხები სასურველ შედეგებს არ გაძლევთ, მაშინ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ არასწორად. როგორც წესი ამ კითხვის პასუხი დეტალებში იმალება ჩვენს თვალწინ. ამიტომ შევაგროვეთ თქვენთვის იმ შეცდომების სია, რომელსაც დამწყებები ყველაზე ხშირად უშვებენ:

ხანგრძლივი კარდიო

კარდიოზე უარის თქმა არ შეიძლება, თუმცა ზედმეტად ხანგრძლივ კარდიოს სესიებს შესაძლოა ნეგატიური ეფექტები ჰქონდეს თქვენს კარდიოვასკულარულ სისტემაზე.

დაბალკალორიული დიეტა

ასეთი დიეტების მენიუ ძალიან ცოტა ცხიმებს შეიცავს. ვარჯიშის დროს ორგანიზმს ჯანსაღი რაოდენობის პროტეინი, ცხიმები და ნახშირწყლები ჭირდება სასურველი შედეგების მისაღწევათ. ამისთვის საკმარისი ცხიმების მირთმევისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენი დიეტის მენიუს ორაგულის ხორცი ან ავოკადო.

ელექტროლიტებით სავსე სპორტული სასმელები

ელექტროლიტებიან სასმელებს უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მათ ვარჯიშის დროს ან ინტენსიური სესიის შემდეგ სვავთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი დიდი ოდენობით შაქარს შეიცავენ და სწორედ ამიტომ უნდა მოერიდოთ მათ დალევას.

წყლის აუცილებლობა ვარჯიშის დროს

ბევრი ადამიანი წყლის დალევისგან თავს იკავებს ვარჯიშის დროს, თუმცა ეს არსწორია. თქვენი ორგანიზმი ასეთი აქტივობის დროს ბევრ სითხეს კარგავს, რის გამოც ასეთ დროს წყლის დალევაზე უარის თქმა სხეულის წამებას უდრის.

ბევრი ჭამა

რეგულარული ვარჯიში იმის მიზეზს არ გაძლევთ, რომ ვარჯიშებს შორის ბევრი საჭმელი მიიღოთ. წონის კონტროლის ან დაკლების მსურველებმა ვარჯიშების გარდა ასევე საჭმლის რაოდენობაც უნდა აკონტროლოთ და ზედმეტად ბევრი კალორიები არ უნდა მიიღოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი ვარჯიშის სესიის დროს საშუალოდ მხოლოდ 500 კალორიას წვავთ.

ცარიელი ან სავსე მუცლით ვარჯიში

ორივე სიტუაცია საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. მშიერზე ვარჯიშისას შესაძლოა საერთოდ არ გეყოთ ენერგია მთლიანი სესიის შესრულებისთვის. საუკეთესო არჩევანია ვარჯიშამდე 2 საათით ადრე ჭამა, რადგან ეს პროდუქტიული სესიის გარანტიას იძლევა.

საუნა ან აბაზანა ვარჯიშის შემდეგ

ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ არ წახვიდეთ მაშინვე საუნაში და არ მიიღოთ აბაზანა. ვარჯიშის დროს ბევრ სითხეს კარგავთ და ამის გამო სისხლის წნევა იზრდება. ამის შედეგად საუნაში წასვლამ შესაძლოა გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ამის მაგივრად დალიეთ ბევრი წყალი ვარჯიშის შემდეგ და მიიღეთ შხაპი.

გაგრილება

არ დაგავიწყდეთ გაწელვა ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ეს დაგეხმარებათ კუნთების იმ ტკივილების შემცირებაში, რომელიც ვარჯიშის მეორე დღეს ჩნდება. გაწელვის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ.

დღიური ვარჯიშები

რეგულარული ვარჯიშები და ჯანსაღი კვება იდეალური სხეულის მიღების საუკეთესო გზაა. თუმცა, რეგულარულად ვარჯიში არ ნიშნავს ყოველდღე ვარჯიშს. თუ ზედმეტად ხშირად ივარჯიშებთ, მაშინ თავს გამუდმებით დაღლილად იგრძნობთ. ამასთანავე თქვენი ორგანიზმი გაზრდის ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფის პროცესს, რაც რეალურად წონის მომატებას გამოიწვევს. ამის გამო სჯობს შეისვენოთ ვარჯიშის სესიებს შორის, გამოიძინოთ კარგად და მიირთვათ ჯანსაღი საჭმელი.