ნაოჭები ყელისა და მკერდის მიდამოებში უფრო ადრე ჩნდება, ვიდრე სახის კანზე, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღბა უნდა მივაქციოთ ამ ადგილებს, რათა თავი დავაღწიოთ აბეზარ ნაოჭბს.
ადამიანთა უმრავლესობა იყენებს სახის დამატენიანებელ მალამოს და ავიწყდება მისი წასმა ყელისა და მკერდის მიდამოებში. და სწორედ ამიტომ არის, რომ კანი ამ ადგილებში ნაკლებად ტენიანდება და იღებს საკვებ ნივთიერებებს. ამ ადგილებში ნაოჭების გაჩენის უამრავ მიზეზთა შორის აღსანიშნავია მზის სხივების ზედმეტი ზემოქმედება, რადგან ულტრაიისფერი სხივები იწვევს კანის დაზიანებას და ასწრაფებს დაბერების პროცესს. ნაოჭებისგან თავის დასაღწევად აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი მალამო სახის, ყელისა და მკერდის კანზე.
ალოე ვერასა და ზეითუნის ზეთის გამოყენება დაგეხმარებათ მკერდისა და ყელის არეში კანზე ნაოჭების შემცირებასა და მოშორებაში. ალოე შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
შეგიძლიათ ალოე ვერას მალამო გამოიყენოთ პირდაპირ ალოეს ფოთლიდან. უბრალოდ გამოწურეთ წვენი ფოთლიდან, დაიტანეთ ყელისა და მკერდის მიდამოებში და დიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შემდეგი ვარინტია ალოე ვერასა და E ვიტამინის კომბინაცია. აურიეთ E ვიტამინის 2 კაფსულა და 1 ჩ. კ. ალოეს გელი, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე, დააყოვნეთ 30-35 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და A და E ვიტამინებს. ამ საოცარ ვიტამინებს შეუძლია კანი ნაოჭების გარეშე შეგინარჩუნოთ. უბრალოდ შეზილეთ ისინი კანზე და 5-8 წუთი დაიმასაჟეთ. ზეითუნის ზეთი აღადგენს უჯრედებს და უზრუნველყოფს ახლის წარმოქმნას.
აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთის, თაფლისა და გლიცერინის უძლიერესი ნიღაბი. მოცემული იგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, დაიტანეთ კანზე და 2-3 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. შემდეგ კი მოქმედებისთვის 15-20 წუთი დაიტოვეთ. ეს ნარევი აშორებს მკვდარ უჯრედებს და კანს აახალგაზრდავებს.
გახსოვდეთ, რომ ამ მიდამოში ტენიანობის ნაკლებობა ხელს უწყობს ნაოჭებისა და ნაკეცების სწრაფად წარმოქმნას, ამიტომ აუცილებელია ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კისრისა და გულმკერდის მიდამოების კანის დატენიანება.
დაბალანსებული დიეტა შინაგანი გზით დაგეხმარებათ კანის უჯრედების დაბერების შეფერხებაში, რაც შედეგს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
გამოიყენეთ ეს იაფი და უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.