რამდენიმე წლის წინ ამაყობდით ლამაზი სახის კანით, მაგრამ ასაკი გემატებათ და ჩნდება მისი თანმდევი მთელი რიგი პრობლემები. მოსვენება დაგიკარგათ სახის კანზე გაჩენეილმა წვრილმა თუ ღრმა ნაოჭებმა.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული კანის გამაახალგაზრდავებელი თურქული ნიღაბის რეცეპტს.
რეცეპტის შემადგენლობაში შემავლი იგრედიენტები ნატურალური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
როგორ გავიახალგაზრადავოთ სახის კანი
დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბის გამოყენებამდე აუცილებლად გაიწმინდეთ სახე. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაძლებელია რომელიმე იგsრედიენტმა გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ რეცეპტის შემადგენლობიდან დაუყონებლივ ამოიღეთ დარიჩინი და თაფლი. მათ ნაცვლად დაამატეთ კვერცხის გული.
საჭირო იგრედიენტები:
- სოდა 3 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- თხევადი E ვიტამინი 1 ჩ. კ.
- დაფქვილი დარიჩინი ¼ ჩ. კ.
- რძე ან ნაღები 4 ჩ. კ.
მომზადების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მიიღებთ საკმაოდ სქელ მასას. ნიღაბის სქელი ფენა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდზე. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების გარშემო ადგილებს. დაელოდეთ გაშრობას.
- 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- შეამჩნევთ, რომ სახის კანი გამოცოცხლდა, გამკვრივდა, ფორები გაწმენდილი და შევიწროებულია.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ საოცარი შედეგს მიიღებთ.
საშუალება საოცრად ეფექტურ შედეგს მოგცემთ, ამიტომ დაუყონებლივ დაიწყეთ მოქმედება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.