ართროზი სახსრების დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია მარილების დაგროვებასთან, სინოვიალური სითხის გამომუშავების შემცირებასთან.
უამრავ ადამიანს აწუხებს სახსრების პრობლემა და გარდა ამისა მისი თანმდევი აუტანელი ტკივილია, რომელიც ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრების უნარს უკარგავს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
N 1
მოხარშული ბრინჯის რეგულარულად გამოყენება წმენდს სახსრებს. ბრინჯს აქვს უნარი გამოდევნოს სახსერბში დაგროვილი მარილები. რაც უფრო დიდხანს არის ბრინჯი წყალში დამბალი, მით უფრო ეფექტურია მისი მოქმედება.
N 2
დაამატეთ კვების რაციონს 100 გრ შავი და მწვანე ბოლოკი. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 კვირაა.
N 3
აიღეთ 2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი, 2 ჩ. კ. ნატურალური თაფლი და გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში. მიიღეთ 10 დღის განმავლობაში, დღეში 2 ჩ. ჭ.
N 4
5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ-მდე წყალი და 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ გააციეთ. მომზადებული ნაყენის 1 ს. კ. შეურიეთ 1 ჩ. ჭ. წყალს და დალიეთ ერთი საათის განმავლობაში. მკურნალობა ჩაიტარეთ 5 დღით.
N 5
დალიეთ ოხრახუშისა და ნიახურის ჩაი. მკურნალობის ხანგძლივობა 12 დღე.
N 6
კვების რაციონს დაამატეთ ბაბუაწვერას ჩაი.
N 7
მოცემული რეცეპტის გამოყენება მხოლოდ ქალებისთვის არის შესაძლებელი. შეაგრეოვეთ ბაბუაწვერას ყვავილები და ჩაყარეთ ქილაში, შეავსეთ ქილა არაყით, დაახურეთ და ორი კვირით დააყოვნეთ ბნელ და გრილ ადგილას. მომზადებული ნაყენის 1 ჩ. კ. აურიეთ ნახევარ ჩ. ჭ. წყალში და მიიღეთ ყოველ დილით.
N 8
ძალიან კარგად გამოაქვთ სახსრებიდან ნარჩენები დათვისკენკრას, წიწმატურას, მატიტელას, მზესუმზირას ფესვების ჩაის. აგრეთვე გოგრის კუდებისა და საზამთროს ქერქის ნახარშს. ასეთი გამწმენდი მკურნალობა ჩაიტარეთ 2 კვირით.
გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეცეპტები და გათავისუფლდით სახსრების მტანჯველი ტკივილისგან.