ნატურალური წვენი მოგიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლასა და ჰორმონალურ ფონს

ფარისებრი ჯირკვალი განთავსებულია ყელის მიდამოში და გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონებს, რომლებიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის სისწრაფეზე. სწრაფ ნივთიერებათა ცვლაზე არის დამოკიდებული ტვინის, გულის, ღვიძლის, სახსრების ფუნქციონირება, აკონტროლებს რამდენად სწრაფად წვავთ კალორიებს.

ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონებს და მრავალი დაავადების მიზეზი ხდება. იზრუნეთ ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობაზე და ყურადღება მიაქციეთ, ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, რომელებიც გაგრძნობინებთ, რომ თქვენს ამ ორგანოს დახმარება სჭირდება.

ფარისებრი ჯირკვლის სიმპტომები:

  • სისუსტე და ენერგიის დაკარგვა;
  • შეფერხებული მეტაბოლიზმი;
  • ჭარბი წონა;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • კოგნიტური ფუნქციების დარღვევა;
  • ყაბზობა;
  • სიცივისადმი მგრძნობელობა;
  • შესუსტებული გულისცემა;
  • თმის სიმშრალე;
  • დეპრესია;

ამრიგად, ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა აქვს  ორგნიზმის საერთო მდგომარეობისთვის.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალანსებას.

საჭირო იგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა წითელი მოცხარის წვენი
  • წყალი 7 ჩ. ჭ.
  • დარიჩინი (დაფქვილი) ½ ჩ. კ.
  • ჯანჯაფილი (დაფქვილი) ¼ ჩ. კ.
  • ჯავზი (დაფქვილი) ¼ ჩ. კ.
  • ფორთოხლის წვენი (ახალგამოწურული) ¾ ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი (ახალგამოწურული) ¼ ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ წითელი მოცხარის წვენი.
  2. დაამატეთ ჯანჯაფილი, დარიჩინი, ჯავზი, აურიეთ და 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  3. დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვნი.

მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

მიიღეთ ის დღეში ერთი ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – მომზადებული სასმელის ამოწურვამდე.

შემოგთავზებთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მოგვარების სხვა საშუალებებს.

  1. აღიდგინეთ А, D, K2-ვიტამინების დონე.
  2. ამოიღეთ სოიო კვების რაციონიდან.
  3. გაზარდეთ სელენის მიღება.
  4. გამორიცხეთ პროტეინებისა და გლუტეინის მიღება.
  5. შეიმოწმეთ იოდის დონე ორგანიზმში.
  6. მიიღეთ ზღვის პროდუქტები.
  7. გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.