ჯანჯაფილისა და თაფლის საფენი – ძლიერი ხველის მკურნალი, რომელსაც შეუძლია ფილტვები გაათავისუფლოს ლორწოსგან.
მართალია, ხველა და გაციება არ არის საშიში დაავადებები, მაგრამ მაინც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ხველა ღამით ძალიან რთულდება და ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.
ყველაზე მეტად ამ დაავადებით ბავშვები იტანჯებიან, რადგან მათი იმუნიტეტი არ არის ძლიერი და ვერ უმკლავდებიან ვირუსს.
ხველის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტური საშუალება არსებობს. მაგალითად, სიროფები, რომლებიც შეიცავენ კოდეინსა და დესსტრომეთორფანს, ორ ძირითად იგრედიენტს, რომლებიც ეხმარება ხველას, მაგრამ იწვევს სხვა გვერდით მოვლენებს, როგორიცაა თავის ტკივილები, გულის ტაქიკარდიული შეტევები.
ამ პრობლემათა ასარიდებლად გირჩევთ, გამოიყენოთ ნატურალური ბუნებრივი საშუალება, რომლის რეცეპტსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.
რა არის თაფლის საფენი?
თაფლი მრავალი დაავადების საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის არის ხველაც. თაფლს შეუძლია ფილტვებიდან გამოდევნოს ლორწო.
ძილის წინ გაიკეთეთ თაფლის საფენი, რომლის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
საჭირო იგრედიენტები:
- თაფლი
- ზეითუნის ზეთი
- ხელსახოცი
- მარლა
- ფქვილი
- პლასტირი
მომზადების წესები:
- ფქვილი აურიეთ თაფლში (პროპორციები თვალით განსაზღვრეთ) და მოამზადეთ ნარევი საფენისთვის ისე, რომ მიღებული მასა ხელებზე არ გეკრობოდეთ
- დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ცომივით გააბრტყელეთ. მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი, რათა მასა მაგიდას არ მიეკრას.
- მზა მასა გადაიტანეთ ხელსახოცზე, შემდეგ გაახვიეთ მარლაში.
- საფენი დაიფინეთ მკერდზე ან ზურგზე.
ბავშვებისთვის რეკომენდებულია საფენის გამოყენება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, ხოლო მოზარდთათვის უმჯობესია საფენის მთელი ღამით დატოვება. ამ მეთოდს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და ბავშვებში ქავილსაც კი არ იწვევს.
ზეითუნის ზეთის ნაცვლად შგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი და დაამატეთ ჯანჯაფილის წვენი.
ჯანჯაფილი დიდი ხანია გამოიყენება ხალხური მედიცინის რეცეპტებში, როგორც ხველებისა და ყელის ტკივილის უძლიერესი დამადშვიდებელი საშუალება.
გირჩევთ, გამოიყენეთ ეს უძლიერესი სამკურნალო საშუალება და მთელი ღამით იძინეთ მშვიდად.