მეუღლეს თრომბოფლებიტის დიაგნოზი დაუსვეს. უბრალო ფეტვმა ის ამპუტაციისაგან იხსნა

ფეტვი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. შემოგთავაზებთ ფეტვით გაჯერებულ რეცეპტებს, რომლებიც მრავალი დაავადების მკურნალია.

ფეტვი თრომბოფლებიტის წინააღმდეგ

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სიხარული, როგორ შევძელი ქმრის დახმარება ხალხური მედიცინის უძლიერესი სამკურნალო რეცეპტის წყალობით.

საქმე იმაშია, რომ მეუღლეს დაუდგინდა თრომბოფლებიტი. ფეხი შეუშუპდა, ჩამოყალიბებული თრომბების გამო კანი გაუშავდა. სავადმყოფოში მისულებს ექიმებმა გვითხრეს, რომ მისი თრომბოფლებიტის განკურნება შეუძლებელი იყო.

გადავწყვიტეთ ხალხური მედიცინის რეცეპტები გვეცადა და ასე აღმოვაჩინეთ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი რეცეპტი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი მეუღლე თრომბოფლებიტისგან განიკურნა.

მსურს, თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტი.

საჭირო იგრედიენტები:

  • სარეცხი საპონი 200 გრ
  •  ქონი (დიდი ხნის) 200 გრ
  • ფეტვი 200 გრ
  • ხახვი 200 გრ

მომზადების წესი:

სარეცხი საპონი გავხეხე, ქონი და ხახვი გავატარე, ფეტვი გავრეცხე და მოცემული იგრედიენტები კარგად ავურიე, ცოტა წყალი დავამატე, რათა მასა მალამოს კონსისტენციის გამხდარიყო.

მომზადებული მასა დააყოვნეთ 24 საათით. შემდეგ მალამო დაიტანეთ სელის ქსოვილზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე, ზემოდან დაიფინეთ  ქაღალდი და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. მალამო დაიდეთ ღამით. პროცედურა ჩაიტარეთ 10 დღე, შემდეგ 10 დღე დაისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ. ჩემს მეუღლეს ორი პროცედურის ჩატარება დასჭირდა.

ფეტვით მკურნალობის რეცეპტები

ფეტვი აძლიერებს ორგანიზმს, არეგულირებს წნევას, კურნავს ბუასილს. ფეტვი გაარჩიეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ, 7-ჯერ გაავლეთ წყალში და შემდეგ გამოიყენეთ.

დილა-საღამოს მიიღეთ 1 ს. კ-მდე ფეტვი და მიაყოლეთ წყალი. თქვენი კვების რაციონს დაამატეთ ფეტვით მომზადებული კერძები: ფაფები-გსურთ შაქრითა და რძით ან ცხიმში მოთუშული ხახვით, წვნიანი შეგიძლიათ თქვენთის სასურველი სახით მომაზადოთ.

ფეტვი დაამარცხებს სტენოკარდიას

ტაფა კარგად გააცხელეთ, დაყარეთ ფეტვი და გამუდმებით ურიეთ, რომ მარცვლებმა ფერი არ შეცვალოს. 3 ს. კ. ფეტვს დაასხით 2/3 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და ადუღეთ სანამ წყალი არ ამოშრება. ეს არის დღიური ნორმა. მომზადებული მასა გაყავით 4 ნაწილად და მიირთვით მითითებულ საათებში 8:00, 12:00, 16:00, 20:00. ფეტვით მკურნალობა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში.

აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ფეტვი, რომელიც უძლიერესი ბუნებრივი მკურნალია. მიირთვით ფეტვი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.