
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, მაგრამ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ცხვირზე და ნიკაპზე არსებული არასასურველი შავი წერტილებისგან. ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ნატურალური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
საჭირო ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონი
- თაფლი რამდენიმე წვეთი
ინსტრუქცია:
- ლიმონზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი თაფლი და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, განსაკუთრებით კარგად წაისვით შავი წერტილებით დაფარულ ადგილებზე. 5 წუთის შემდეგ სახე ცივი წყლით დაიბანეთ.
- შედეგი აღგაფრთოვანებთ. გარდა იმისა, რომ გათავისუფლდებით შავი წერტილებისგან, ლიმონი გაგიღიავებთ ლაქებს, ხოლო თაფლი ეფექტურად ატენიანებს კანს.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ორგანული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.