ხალხური მედიცინის რეცეპტების თანახმად, მოცემული სასმელები ფუნქციონირებენ ღამის სამი საათიდან, ანუ ძილის დროს
ძილის წინ მიღებული სასმელები ღვიძლს აძლიერებს დეტოქსიკაციასათან საბრძოლველად.
გვირილის ჩაი
ამ ჩაის მოქმედება პირველ რიგში მიმართულია ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის. გვირილის ჩაის შეუძლია ღვიძლი გაწმინდოს ტოქსინებისგან, აგრეთვე მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
დაძაბული დღის შემდეგ, სტრესის მოსახსნელად და დასამშვიდებლად რეკომენდებულია, ღამით დალიოთ ფინჯანი გვირილის ჩაი. გვირილის ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი მოგიხსნით სახსრებისა და კუნთების ტკივილს.
საჭირო იგრედიენტები:
- ნახევარი ჩ. კ. გვირილის ყვავილს დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი. დააყოვნეთ 10 წუთით და შმდეგ გაფილტრეთ. მომზადებული ჩაი მიიღეთ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
- პროცედურა გაიმეორეთ ორი კვირის განმავლობაში.
ლიმონის წვენით გაჯერებული თბილი წყალი
სასმელი სასარგებლოა ღვიძლის მუშაობისთვის, აგრეთვე მას აქვს შარდმდენი ეფექტი. ამ საოცარი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 მლ წყალი და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი. წყალი გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაამატეთ ლიმონის წვენი. წყალი მიიღეთ ძილის წინ.
პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში.
შვრიის საოცარი სასმელი
შვრიის ბურღული გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის, ნაწლავების მოქმედებაზე.
საჭირო იგრედიენტები:
- შვრია ან შვრიის ფანტელი 1 ს. კ.
- გაფილტრული წყალი 1 ჩ. ჭ.
- დარიჩინი ½ ჩ. კ.
ინსტრუქცია:
დილით შვრიის ფანტელები დაალბეთ წყალში, დააყოვნეთ შვიდი საათით, საღამოს დაამატეთ დარიჩინი და მიიღეთ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჯანჯაფილის სასმელი
უძლიერესი სამკურნალო სასმელი წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან, წვავს ცხიმებს, ამცირებს ზედმეტ წონას, აძლიერებს იმუნიტეტს.
საჭირო იგრედიენტები:
- გახეხილი ჯანჯაფილი ¼ ჩ. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- წყალი 250 მლ
ინსტრუქცია:
- გამთბარ წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი და ჯანჯაფილი, დააყოვნეთ 10-15 წუთი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ და ბოლო-დაძინებამდე ნახევარის საათით ადრე.
- პროცედურა გაიმეორეთ 30 დღის განმავლობაში. სასმელი არ უნდა გამოიყენონ მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა.
პიტნის ჩაი
ეს საოცრად ეფექტური ნეაყენი აუმჯობესებს ღვიძლისა და საჭმლის მონელებელი სისტემის მუშაობას, ებრძვის უძილობას.
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- პიტნის ფოთლები 1 ჩ. კ.
ინსტრუქცია:
აადუღეთ წყალი, დაასხით პიტნის ფოთლებს, დააყოვნეთ 10-15 წუთი და მიიღეთ დაძინებამდე 30 წუთით ადრე. სასმელი მიიღეთ 20 დღის განმავლობაში.
მოამზადეთ საოცრად ეფექტური, ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული 5 სასმელი, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ.