სამარხვო კექსი თაფლის ბაზაზე, რომელიც ძალიან მიყვარს

შემოგთავაზებთ სამარხვო კექსის რეცეპტს. ამ გემრიელობის მოსამზადებლად უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

არომატული, ნაზი, რბილი და მადისაღმძვრელი კექსი, მართალია, სამარხვოა, მაგრამ ძალიან გემრიელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 250 გრ
  • შაქარი 120 გრ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ზეთი 120 მლ
  • ფქვილი 320 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი, თაფლი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის არაჟნის მსგავსი.
  2. კექსის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.

კექსი გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!