ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი საკუთარი ხელით, რომელიც თქვენი კოსმეტიკის განუყოფელი ნაწილი გახდება

ეს დაუჯერებელია!

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ქალი მაინც ქალია და ყველას სურს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ნაოჭების გარეშე და ასაკი? ასაკი კი გამოცანად დარჩეს.

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც ნატურალურია და უზრუნველყოფს გასოცარ ეფექტს. მალამო ატენიანებს კანს, აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს კანის დაბერებას და ამცირებს ნაოჭებს. მალამო უსაფრთხოა გამოყენებისთვის, რადგან მისი ყველა კომპონენტი ნატურალურია. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანზე.

მალამო ძალიან მარტივი მოსამზადებელია. უბრალოდ დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაზელინი 2 ს. კ.
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ნუშის ზეთი ან ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • თაფლი ½ ჩ. კ.

მომზადების წესი:

ვაზელინი დაიტანეთ პატარა თასში, დადგით დაბალ ცეცხლზე, შეათბეთ და დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ პატარა კონტეინერში.

პირველ რიგში, კარგად გაიწმინდეთ სახე და დაიტანეთ მალამო, ხელის წრიული მოძრაობებით მალამო კანზე შიზილეთ და თან მსუბუქად დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 30 წუთი, შემდეგ კი დაიბანეთ სახე ნესტიანი ქსოვილის ან მინერალურ წყალში დასველებული ბამბის გამოყენებით.

შენიშვნა:

  • აუცილებელია მალამო გამოიყენოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე.
  • მალამო შეინახეთ მაცივარში.
  • ნუ მოამზადებთ ბევრს, ჯობს ახალ-ახალი გამოიყენოთ.
  • შედეგს შეამჩნევთ მომზადებული მალამოს გამოყენებისთანავე.
  • მოამზადეთ საოცარი მალამო და შედეგით ისიამოვნეთ.