შემოგთავაზებთ შოკოლადისა და ალუბლის არომატული, უგემრიელესი კლაფუტის რეცეპტს.
კლაფუტი ფრანგული კლასიკური დესერტია, რომელიც წარმოადგენს ღვეზელსა და პუდინგს შორის რაღაც შუალედურს.
ფრანგული დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლი, მსხალი, გარგარი, ქლიავი და სხვა ხილი. მხოლოდ ხილი უნდა დაჭრათ ალუბლის ზომაზე.
გაითვალისწინეთ, რომ შოკოლადისა და ალუბლის კომბინაცია ნამდვილი საოცრებაა და დესერტი გამოდის დახვეწილი, ნაზი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 120 გრ
- ფქვილი 80 გრ
- კაკაო 50 გრ
- რძე 300 მლ
- ლიმონის ცედრა
- ალუბალი 1 ჩ. ჭ.
- შაქრის ფხვნილი 2 ჩ. კ.
- კარაქი (ფორმაზე წასასმელად) 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ლიმონის ცედრა და კვერცხი ათქვიფეთ.
- დაამატეთ ფქვილი, კაკაო, კვერცხი, შაქარი, რძე და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. მიიღებთ თხელ ცომს, მაგრამ არ ინერვიულოთ.
- დაგჭირდებათ პატარა საცხობი ფორმა, დაახლოებით, 16 სმ. ფორმას წაუსვით კარაქი.
- ალუბალს გამოაცალეთ კურკები და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალიც, მაგრამ აუცილებლად გაალღვეთ, წვენი გადაუქციეთ და ისე გამოიყენეთ.
- ალუბალს დაასხით ცომი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. შესამოწმებლად გამოიყენეთ კბილის ჩხირი.
დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
ალუბლისა და შოკოლადის კლაფუტი საოცრებაა. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!