სტაფილოს წვენს შეუძლია ააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა და დაგეხმაროთ წონის დაკლებაში. საქმე მარტო იმაში არ არის, რომ სტაფილო დაბალკალორიული ბოსტნეულია და მდიდარია ბოჭკოებით. ნატურალური წვენი ზრდის ტვინის სეკრეციას, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას-სიჩქარე, რომლითაც სხეული საკვებს ენერგიად აქცევს.
სტაფილოს წვენი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც უძლიერესი ანტოიქსიდანტია.
ანტიოქსიდანტები ეფექტურია ანთების საწინააღმდეგოდ, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და სერიოზული ავადმყოფობების გავრცელებას, მათ შორის არის სიმსივნეც.
ბეტა-კაროტინი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. სტაფილოს წვენს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს თვალის სხვადასვა დაავადებებზე, როგორიცაა კატარაქტა, ყვითელი ლაქის წარმოქმნა. სტაფილო აგრეთვე შეიცავს ლუთეინს, ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს თვალს მავნებელი სინათლისგან.
სტაფილოს წვენი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და შეუძლია დაიცვას დემენციისგან. უჯრედების დაზიანებასთან დაკავშირებული ჟანგვითი პროცესი ხდება მაშინ, როდესაც ტვინისა და ნერვების უჯრედები ვერ აღორძინდებიან. რის გამოც ნერვული სიგნალებისა და კოგნიტური ფუნქციების განვითარება ეცემა. მაგრამ ბეტა-კაროტინი ამცირებს დემენციის განვითარების საფრთხეს.
სტაფილო შეიცავს C ვიტამინს, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის ეხმარება ნებისმიერი ავადმყოფობით დაავადებულ კანს სწრაფად აღდგენაში. C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ის აუცილებელია კოლაგენის ბიოსინთეზისთვის, მონაწილეობას იღებს ცილების მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას, რისი წყალობითაც შეუძლია არტერიული წნევის დაწევა.
სტაფილოს წვენი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარებათა საფრთხეს.
სტაფილოს წვენი კალიუმის ბუნებრივი წყაროა. ამ მაგიურ სითხეს შეუძლია შეგინარჩუნოთ ქოლესტერინის ნორმალური დონე, რისი წყალობითაც ამცირებს ათეროსკლეროზის, გულის დაავადებათა და ინსულტის განვითარების საფრთხეს.
სტაფილოს წვენის გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ სტაფილოს წვენი გაჯერებულია სასარგებლო თვისებებით, უნდა გამოიყენოთ ზომიერად, რადგან ბეტა-კაროტინის გადაჭარბებული მიღება შეგიცვლით კანის ფერს.
გამოიყენეთ ეს უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.