რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიყვაროთ მსხალი

სტატიაში ვისაუბრებთ უგემრიელეს და წვნიან ხილზე მსხალზე, რომელიც სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა.

მსხლის ნახარში გამოიყენება ფაღარათის დროს, ხოლო მკვახე მსხლის წვენი კურნავს დიზბაქტერიოზს.

მსხლისა და მისი ფოთლების ნახარში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება. ხოლო ამ საოცარი ხილის კისელი და ნახარში ეფექტურია ბავშვებისთვის ნაწლავრური პრობლემების დროს.

მსხლის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება დაგეხმარებათ თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს.

მსხლის ნახარში ეფექტურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, მოხარშული და შემწვარი ნაყოფი კი ძლიერი ხველისა და ფილტვების ტუბერკულიოზის დროს.

ბლანტი ნახარში გამოიყენება თავის ძლიერი ტკივილის დროს. მსხლის ნახარში უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა თირკმელების დაავადების, დიაბეტის სამკურნალოდ და კაპილარების გასაძლიერებლად.

პროსტატიტი

აიღეთ 1 ჩ. ჭ. გამომშრალი დაჭრილი მსხალი, დაასხით 0,5 ლ წყალი და მოხარშეთ, დააყოვნეთ 4 საათი. მიიღეთ ¼ -1/2 ჩ. ჭ. 3-4-ჯერ დღეში. რამდენიმე დღის გამოყენების შემდეგ ეფექტურ შედეგს მიიღებთ, ხოლო ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ კი სრულად გამოჯანმრთელდებით.

სოკოვანი დაავადებები, დერმატიტი

მსხლის უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. 1 ჩ. ჭ. ქორფა ფოთლების  ნახარშს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, 2-3 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, გააციეთ და მიღებული ნაყენი დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე.

კბილზე ქვების მოსაშორებლად

მე ძალიან მიყვარს მსახლი. შევამჩნიე, რომ შემოდგომაზე, როდესაც დიდი რაოდენობით მსხალს მივირთმევ, კბილები ქვებისგან მისუფთავდება.

ანემია

ანემიის დროს აიღეთ 81 ცალი გამომშრალი მსხალი, დაასხით იმ რაოდენობის წითელი ღვინო, რომ ნაყოფი დაიფაროს და 10 დღით დადგით მზეზე.

  • 1-ლი დღე დილით შეჭამეთ 1 ცალი მსხალი.
  • II დღეს 1 ცალი დილით, 1-საღამოს.
  • III დღეს თითო-თითო დილით, შუადღეს და საღამოს
  • IV დღეს 2 ცალი დილით, ხოლო შუადღეს და საღამოს თითო-თითო.
  • V დღეს 2 ცალი დილას და შუადღეს, ხოლო საღამოს- 1 ცალი
  • VI დღეს 3-ჯერ დღეში.
  • VII დღეს დილით მიირთვით 3 ცალი მსხალი, ხოლო შუადღეზე და საღამოს 2-2 ცალი.
  • VIII დღეს დილით და შუადღეს 3-3 ცალი, ხოლო საღამოს 2 ცალი.
  • IX  დღეს 3-3 მსხალი დილას, შუადღეს და საღამოს.
  • მეათე დღიდან კი დიწყეთ შემცირება, შეჭამეთ მერვე დღის რაოდენობა, მეთერთმეტე დღეს-მეშვიდე და ა. შ. დილა-საღამოს მიირთვით ღვინოც.

იმპოტენცია

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტს, რომელიც ეფექტური მკურნალია იმპოტენციისა და სწრაფი ეაკულაციის.

მომზადების წესები:

აიღეთ 2 ს. კ. მსხლის დაჭრილი ნორჩი ყლორტები, დაასხით 0,5 ადუღებული წყალი და 20 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და 100 მლ მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვე.

უკუჩვენება

კუჭ-ნაწლავით დაავადებულმა ადამიანებმა მსხალი სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენონ.

არ არის რეკომენდებული მსხლის მშიერ კუჭზე მირთმევა. უმჯობესია, მიიღოთ ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

მსხლის მირთმევის შემდეგ არ არის სასურველი წყლის დალევა.