სტატიაში შემოგთავაზებთ თმის ნიღაბის რეცეპტს, რომელიც აღგიდგენთ შეღებვისგან დაზიანებულ, გამომშრალ თმას და შეგიჩერებთ ცვენას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ A და E ვიტამინები, აბუსალათინისა და კოწახის ზეთები, დიმექსიდის 99,9% -იანი ხსნარი.
იგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.
ამ ნიღაბში მთავარი იგრედიენტი არის დიმექსიდი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ვიტამინებისა და ზეთების შეწოვას და მათი თმის ფოლიკულში შეღწევას, რის შედეგადაც ნიღაბი უფრო ეფექტური ხდება.
დიმექსიდმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. თუ თქვენ მგრძნიბიარე კანი გაქვთ, აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და სანამ ნიღაბს გამოიყენებდეთ, დიმექსიდი ხელზე წაისვით, დაელოდეთ რეაქციას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ დიმექსიდი ნიღაბში სუფთა სახით კი არ არის გამოყენებული, არამედ გაჯერებულია სხვა იგრედიენტებით. თუ თქვენ ამ მედიკამენტზე ალერგია გაქვთ, მაშინ ნიღაბს დიმექსიდს ნუ დაამატებთ. დამერწმუნეთ, რომ დაზიანებულ თმას სასიკეთოდ წაადგება ვიტამინებით გაჯერებული ზეთები.
როგორ მოვამზადოთ ნიღაბი
- აიღეთ 1 ს. კ. E ვიტამინი, დაამატეთ 2-2 ს. კ. აბუსალათინისა და კოწახის ზეთები, არ დაგავიწყდეთ A ვიტამინი, რომელიც ყიდვისთანავე აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. დიმექსიდის დამატებამდე, ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ზეთების ნაზავი.
- დიმექსიდი გააზავეთ ცოტა წყლით შემდეგი პროპორციებით: აიღეთ 1 ჩ. კ. წყალი და 1 ჩ. კ. (ნაკლებად სავსე) დიმექსიდი.
- იგრედიენტები კარგად აურიეთ და ჩვენი ნიღაბიც მზადაა. რეკომენდებულია ნიღაბის წასმის დროს გამოიყენოთ ხელთათმანები.
- მომზადებული მასა დაიტანეთ თმაზე, კარგად შეიზელეთ, დაიხურეთ ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი, რადგან სითბოს დროს ნიღაბი უფრო ეფექტური და სასარგებლოა.
- ნიღაბი გაიჩერეთ 40 წუთიდან 1 საათამდე, შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანეთ და გადაივლეთ ბალზამი.
შედეგს პირველი გამოყენებისთანავე შეატყობთ, რომ ვიტამინებით გაჯერებული თმა საგრძნობლად დაგირბილდებათ. თუ ასეთ ნიღაბს გაიკეთებთ რეგულარულად ეფექტი ყოველ ჯერზე უფრო მეტად-მატად შესამჩნევი გახდება. შეგიჩერდებათ თმის ცვენა, მიეცემა მბზინვარება, სილამაზე და სიცოცხლე.
ნიღაბი გაიკვეთეთ ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ.
ნუ დაიზარებთ, საღამოს, როცა სამსახურიდან მოხვალთ, მოამზადეთ ნიღაბი, წაისვით და გააგრძელეთ საოჯახო საქმეების კეთება. თუ გსურთ, დაეხმაროთ თქვენს თმას, ამის დროს აუცილებლად გამონახავთ.
ძვირფასო ქალბატონებო, მოამზადეთ ეს ჯადოსნური ნიღაბი და ისიამოვნეთ თქვენი ლამაზი თმით.