ხორცის ამ საოცარ რულეტს მარტივად მოამზადებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხობასთან ვერ მეგობრობთ

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი და განსხვავებული კერძის  რეცეპტს. მცირე ძალისხევა და ფარშით უგემრიელსი კერძის მომზადებას შეძლებთ.

ფარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გატარებული ხორცი (თქვენთვის სასურველი) 600 გრ
  • მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები (გემოვნების მიხედვით)
  • კვერცხი 1 ცალი
  • შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
  • ხმელი ყველი 200 გრ
  • მაიონეზი 50 გრ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • პამიდორი 1-2 ცალი

თხევადი ცომის (სკლიარი) მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 50-70 გრ
  • რძე 200 მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. გატარებული ხორცი შეაზავეთ მარილით, პილპილითა და  სანელებლებით, დაამატეთ 1 ცალი კვერცხი და კარგად აურიეთ.
  2. ფოლგაზე წაუსვით ზეთი. დაიტანეთ შეზავებული ფარში და თანაბრად გაანაწილეთ. მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.
  3. ამაზდებთ შიგთავსს. გახეხილ ყველს დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მაიონეზი და აურიეთ. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ფარშზე. შემდეგ მოაწყვეთ კუბიკებად  დაჭრილი პამიდორი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
  4. ფრთხილად გადაახვიეთ რულეტივით და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში ან 30 წუთით შედეთ საყინულეში.
  5. შემდეგ ამოსავლებად ამზადებთ თხევად ცომს. ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაამატეთ რძე და ფქვილი.
  6. ფარშის რულეტი გამოიღეთ მაცივრიდან და დაჭერით საშუალო სისქის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ მომზადებულ თხევად ცომში და შეწვით ორივე მხრიდან.

მოამზადეთ სოცრად გემრიელი და განსხვავებული კერძი,  გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!