
დიეტოლოგი სინტია სასი, რომელმაც შექმნა ამ საოცარი სასმელის რეცეპტი, ამტკიცებს, რომ მისი რეგულარულად გამოყენება, სულ რაღაც 4 დღეში წონას 4 კილოგრამით შეგიმცირებთ, ხოლო წელის გარშემოწერილობას 10 სანტიმეტრით.
სასმელი შეგიძლიათ მოამზდოთ ძალიან სწრაფად და მარტივად.
ერთჯერზე მომზადებული სასმელი გეყოფათ 4 დღე, უბრალოდ დაამატეთ გამოხდილი წყალი და შეინახეთ მაცივარში.
სასმელი არ არის კალორიული. დღის განმავლობაში მიიღეთ 8 ჩ. ჭ. და შედეგით ისიამოვნეთ. ამ ჯადოსნური სასმელის შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები ასწრაფებს ცხიმებისა და კალორიების დაწვას, ააქტიურებს ორგანიზმის წმენდას, გამოდევნის ტოქსინებს და ზედმეტ სითხეს.
ნაწლავების გაწმენდა და ზედმეტი სითხის გამოდევნა დაგეხმარებათ საგრძნობლად შეიმციროთ მუცლისა და წელის გარშემოწერილობა.
შედეგად კი მიიღებთ მოხდენილ ფიგურას, იმოძრავებთ მსუბუქად და აიმაღლებთ განწყობას.
საჭირო იგრედიენტები:
- ჯანჯაფილი
- პიტნის ფოთოლები
- კიტრი 1 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
- გამოხდილი ან წყაროს წყალი 8 ½ ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- გარეცხეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ თესლი.
- შემდეგ დაჭერით, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით წყალი.
- გარეცხეთ კიტრი, დაჭერით და დაამატეთ მომზადებულ მასას.
- აიღეთ 8-12 ღერო ქორფა პიტნა, გარეცხეთ და დაამატეთ ნარევს. გათალეთ ჯანჯაფილი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაახურეთ თავი და შედეთ მაცივარში.
- მეორე დილით კი მომზადებული ნარევი მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
- შეგიძლიათ დაამატოთ სხვა იგრედიენტები, მაგალითად, ფორთოხალი, ვაშლი, ანანასი, გრეიფრუტი და კენკროვნები.
მოამზადეთ ეს ჯადოსნური საშუალება, მიირთვით და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.