წლებია ამ ნიღაბს საკუთარი ხელით ვამზადებ. ის კვებავს კანს, არბილებს მას, ნაოჭებსა და ლაქებს კი ნაკლებად შესამჩნევს ხის

შემოგთავაზებთ უმარტივესი პროდუქტებით გაჯერებული საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ბუნებრივად და ეტაპობრივად გაგისწორებთ ნაოჭებს.

ნიღაბი მომზადებულია კაკაოს ფხვნილის ბაზაზე. კაკაო  აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას, ატენიანებს და კვებავს კანს, ებრძვის ინფექციებსა და ბაქტერიებს, ათანაბრებს კანის ტონს, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, ამკვრივებს კანს, ანიჭებს ელასტიურობასა და სიგლუვეს.

კაკაო ნიღაბის შემადგენლობაში შემავალ სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით, მართლაც, საოცრებას ახდენს. ნიღაბს ბოტოქსის ეფექტი აქვს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

დარიჩინი ამცირებს ფორებს. ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი კანისთვის.

თაფლი ბუნებრივი გზით წმენდს, ატენიანებს კანს და აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარიჩინის ფხვნილი (ან ძირტკბილას დაფქული ფესვი) 1 ჩ. კ.
  • ავოკადო ¼ ან ხაჭო 1 ს. კ., ან 1 ცალი კვერცხის გული
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ქოქოსის ან ზეითუნის, ან სელის ზეთი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ რბილ ბლანტ მასას. ნიღაბი, ძილის წინ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

გაიკეთეთ კაკაოს ნიღაბი და რაც შეიძლება დიდი ხნით  შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა!