გვემატება ასაკი და იმატებს მისი თანმხლები არასასიამოვნო პროცესებიც: ნაოჭები, პიგმენტური ლაქები. ქალბატონების ყურადღება ძირითადად სახის კანზეა გადატანილი, მაგრამ ხელის კანს არანაკლები მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. ხელი ხომ მშვენიერი სქესის წარმომადგენეთა სავიზიტო ბარათია.
სამწუხაროდ, ხელის მოვლას ძალიან დიდი გულისხმევა სჭირდება, რადგან სხეულის ეს ნაწილი მუდმივ ჯაფაშია, უხვად იღებს მზის სხივებს, ხოლო წყალი კი მისი დაუძინებელი მტერია.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებულ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არასასურველ პიგმენტურ ლაქებს და ისიამოვნოთ თქვენი საოცრად ნაზი და ქათქათა ხელების ხილვით.
საჭირო იგრედიენტები:
- ხახვის წვენი 2 ს. კ.
- ძმარი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
საოცრად ეფექტური მათეთრებელი საშუალების მომზადება დაუჯერებლად მარტივია: მოცემული იგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. თუ არ იზარმაცებთ და ამ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, პიგმენტური ლაქები უკვალოდ გაგიქრებათ.
შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებულ საშუალებაზე უსაფრთხო, იაფი და ეფექტური მეთოდი კანის მოვლისა არ არსებობს. ამ საშუალების გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ ხელებიდან გაგიქრებათ პიგმენტური ლაქები.
ხახვის უსიამოვნო სუნს რომ თავი დააღწიოთ, ხელებზე შეიზილეთ ლიმონის ცედრა.
მოამზადეთ სტატიაში შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.