თუ სტუმრები ეს-ესაა მოვლენ, გაუმასპინძლდით ლავაშის ორიგინალური და გემრიელი კერძით

მოულოდნელად გეწვივნენ სტუმრები და გინდათ, რომ სწრაფად მოამზადოთ კერძი, მაგრამ ისეთი, რომ ყველა აღაფრთოვანოთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.

შემოგთავაზებთ ლავაშებისგან მომზადებულ საოცრად გემრიელი ღვეზელის რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ლავაში 3 ცალი
  • მოხარშული კვერცხი 5 ცალი
  • გახეხილი ყველი 120 გრ
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • კამა რამდენიმე ღერო
  • არაჟანი 100 გრ
  • მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა

იგრედიენტები ზემოდან დასაფარი სოუსისთვის:

  • რძე 3 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი 80 გრ
  • მარილი
  • მწვანილი თქვენი გემოვნებით

შიგთავსის მოზადების წესი:

  1. მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად ან გახეხეთ.
  2. მწვანე ხახვი და კამა დაჭერით და დაამტეთ კვერცხს. შემდეგ შეურიეთ არაჟანი, მარილი,პიმპილი.
  3. გახეხილი ყველი დაამატეთ და აურიეთ.
  4. ლავაშზე დაიტანეთ შიგთავსი, თანაბრად გაანაწილეთ და გადაახვიეთ. ასევე მოამზადეთ დანარჩენი ორიც.
  5. მომზადებული ლავაშები დაჭერით თანაბარ ნაწილებად.
  6. საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და მოასხით სოუსი.

სოუსის მოზადების წესი:

  1. კვერცხს დაამატეთ არჟანი, მარილი, რძე, მწვანილი და აურიეთ.
  2. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 25 წუთის განმაცვლობაში.
  3. გამოცხობამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გახეხილი ყველი.
  4. შეგიძლიათ შიგთავსი მოამზადოთ გატრებული და მოთუშული ხორცით, ასევე სოკოთი, ტკბილი ხაჭოთი.
  5. ეს თქვენს სურვილზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

დამერწმუნეთ, სტუმრები მოიხიბლებიან თქვენი შედევრით. მიირთვით და ისიამოვნეთ.