შეაზილეთ ხელმისაწვდომი სააფთიაქო საშუალება ნებისმიერ ზედაპირს, რათა თავიდან აირიდოთ მტვერის დაგროვება

ეს უფერო, გამჭირვალე ბლანტი სითხე შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში. იგი ფართო სპექტრით გამოიყენება როგორც მედიცინაში, ისე კოსმეტოლოგიური, კულინარიული, სასოფლო-სამეურნეო ხაზით და სამხედრო ინდუსტრიაში.

გლიცერინი-მართლაც, რომ საოცრებაა. იცოდით, რომ გლიცერინი საოჯახო საქმეებში თქვენი საუკეთესო დამხმარეა?

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ  გამოიყენოთ გლიცერინი კოსმეტოლოგიური ხაზით და აგრეთვე წარმოგიდგენთ გლიცერინს, როგორც დიასახლისის დამხმარეს.

ამ უბრალო და იაფი საშუალების წყალობით შეგიძლიათ ტანცაცმელს მოაშოროთ ლაქები. ვთქვათ, კენკრისაგან დაგილაქავდათ საყვარელი მაისური. ნუ ინერვიულებთ, გაიხსენეთ, რომ  ჯადოსნური საშუალების, გლიცერინის, დახმარებით სასურველ შედეგს მიაღწევთ. მაისურს დაზიანებულ ადგილებზე დაასხით ცოტა გლიცერინი, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ თბილ მარილიან წყალში გაავლეთ.

ყავისა და ჩაის ლაქების ამოსაყვანად დაზიანებულ ადგილებზე დაიტანეთ მარილისა და გლიცერინის ნაზავი, როცა ლაქები გაუფერულდება, ნივთი გარეცხეთ იარლიყზე მითითებული წესების მიხედვით.

გლიცერინი მტვრის საწინააღმდეგო შეუცვლელი საშუალებაა. საკმარისია გლიცერინით გაწმინდოთ ლაქიანი ზედაპირი, სარკე და მტვრის კვალს დიდი ხნით ვეღარ შეამჩნევთ. თუ გსურთ თქვენმა იატაკმა (ნებისმიერი სახეობის) იბრწყინოს, მოწმენდის დროს წყალს დაამატეთ ცოტა გლიცერინი.

ამ საოცარი მედიკამენტის ორი წვეთი ყოველ დაბანაზე დაამატეთ შამპუნის იმ ნორმას, რომელსაც ერთ ჯერზე იყენებთ. გლიცერინის წყალობით თქვენი თმა გაცოცხლდება, დატენიადება, მიეცემა მბზინვარება. გლიცერინის რამდენიმე წვეთი შეგიძლიათ დაამატოთ თმის ნიღბებს.

გამოიყენეთ ეს საოცარი, ბლანტი, იაფი საშუალება, რომელიც მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.