იხილეთ კიდევ ერთი საოცრება, მარწყვის უჩვეულო, უგემრიელესი მურაბის რეცეპტი. გახსენით ქილა ზამთრის სუსხიან დღეს და ამოაფრქვიეთ ზაფხულის არომატი.
მარწყვის მურაბის მოსამზადებლად დაგჭირედებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარწყვი 1 კგ
- შაქარი 700 გრ
- ფორთოხალი 2 ცალი
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- ჯანჯაფილი (დაფქვილი) 1 ჩ. კ. (სურვილისამებრ)
- ჟელფიქსი – 25 გრამი
მომზადების წესები:
- მარწყვი კარგად გარეცხეთ, გაარჩიეთ და გააშრეთ.
- მოაყარეთ შაქარი და 5-6 საათი გააჩრეთ, სანამ კენკრა წვენს არ გამოუშვებს.
- შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათი.
- ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად და ამოაცალეთ თესლი.
- მარწყვს დაამატეთ ფორთოხლის ნაჭრები, ლიმონის წვენი და კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთი და შემდეგ ისევ 4 საათი გააჩერეთ.
- დაამატეთ 100 გრ შაქარი, ჟელფიქსი და ჯანჯაფილი.
- ადუღეთ კიდევ 1 წუთი, ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და უგემრიელესი მარწყვის მურაბაც მზად არის.
წარმოიდგინეთ, როცა ზამთარში ქილას გახსნით, რა სასიამოვნო სურნელი და არომატი დატრიალდება.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!