სტატიში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი არის ლიმონი.
ლიმონი – ჯადოსნური ციტრუსი, რომელსაც წარმოუდგენლად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. დაიწყეთ დილა ლიმონიანი წყლით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დაიწყებთ დღეს. დილაობით მიღებული თბილი, მკვებავი, ლიმონიანი წყალი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
აი, როგორ უნდა მოვამზადოთ ეს მადლიანი სითხე.
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონი 6 ცალი
- წყალი 0,5 ლ
- თაფლი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ ქვაბი, მოათავსეთ მასში დაჭრილი ლიმონი, დაამატეთ წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღეთ 3 წუთი. გააჩერეთ 10-15 წუთი.
- შემდეგ გადაწურეთ.
- დილით მიირთვით 1 ფინჯანი ცხელი ლიმონიანი წყალი.
- მომდევნო გამოყენებამდე დარჩენილი სითხე გადაიტანეთ მინის ბოთლში, შედეტ მაცივარში, დილით კი შეათბეთ.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და სამკურნალო სითხეს გემოსთან ერთად კიდევ უფრო მეტი სასარგებლო თვისებები შეჰმატეთ.
იხლეთ იმ სასარგებლო თვისებათა ჩამონათვალი, რომლითაც გააჯერებთ თქვენს ორგანიზმს ამ უძლიერესი, სამკურნალო წყლის მიღების შემდეგ.
- იმუნური სისტემის გაძლიერება.
- გაციების საწინააღმდეგო საშუალება.
- აგავსებთ ენერგიით.
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
- ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
- ასუფთავებს კანს.
- ახალისებს სუნთქვას.
- ხელს უწყობს წონაში დაკლებას.
- გაგიუმჯობესებთ განწყობას და გიხსნით დეპრესიისგან.
- ატენიანებს თქვენს ლიმფურ სისტემას.
- ეს საოცარი სითხე გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დღე დაიწყოთ ენერგიითა და დადებითი ემოციით სავსემ.
ნუ დააყოვნებთ, დაიწყეთ მკურნალობა ლიმონიანი წყლით და გააძლიერეთ თქვენი ორგანიზმი.