კლეოპატრას საიდუმლო რეცეპტი უმარტივესია, მაგრამ მართლაც, საოცრებაა.
ჯერ კიდევ ძველ ეგიპტეში იცოდნენ ზეთების გამაახალგაზრდავებელი ეფექტის შესახებ. თვით კლეოპატრაც ყოვედღიურად იყენებდა ეთერზეთებს. სცადეთ და ერთხელ მაინც გამოიყენეთ ეს უძლიერესი საშუალებები და აუცილებლად უარს იტყვით ძვირადღირებულ შრატებსა და ნიღბებზე.
საოცარ შედეგს მიიღებთ თუ ეგვიპტური მეთოდის მიხედვით გაიკეთებთ მარტივ მასაჟს და გამოიყენებთ საოცრი ეფექტის მქონე ეთერზეთებს.
იხილეთ ეთერზეთბის კოლექცია თქვენი სახისთვის:
სანდალის ხის ზეთი
სანდალის ხე ცნობილი არის თავისი კოსმეტოლოგიური თვისებებით. ისინი დადებითად მოქმედებენ კანის მეტაბოლურ პროცესებზე და მის გაახლებაზე. ეთერზეთი ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს, ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სახის ოვალს.
ჟოჟობას ზეთი
საოცარი ეთერზეთი მრავალი მალამოს და ნიღაბის ერთ-ერთი შემადგენელი კომპინენტია. მას ხშირად მცენარის ცვილსაც უწოდებენ. ჟოჟობას ეთერზეთი უძლიერესი ვიტამინიზატორია. ის გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან, გამონაყარისგან.
ალოე-ვერას ზეთი
ალოე-ვერა ნომერ პირველი მალამო და ნიღაბი. ის ბრწყინვალედ ატონიზირებს, არეგულირებს, კვებავს სახის კანს. ის ეფექტურად კურნავს გამონაყარს, ეგზემას და კანის სიმშრალეს. ალოე-ვერას ზეთი გამოიმუშავებს კოლაგენს და ელასტინს და აფერხებს დაბერების პროცესს. ეს სამკურნალო საშუალება თქვენი კანისთვის მართლაც, რომ საოცრებებს ახდენს.
გამოყენების წესები:
- ცოტა სანდალის ზეთი შეიზილეთ T-ზონაზე, არ შეეხოთ ყელისა და მკერდის მიდამოებს. ეს ზეთი ახურებს კანს და ამზადებს შემდეგი პროცედურისთვის.
- 5 წუთის შემდეგ სახის კანზე დაიტანეთ ჟოჟობას ზეთი და ძალიან ფრთხილად შეიზილეთ საჩვენებელი თითებით.
- დამამთავრებელი ნაბიჯი-დატენიანება და კანის აღდგენა. ალოე-ვერას ეთერზეთი წრიული მოძრაბებით ფრთხილად შეიზილეთ კანზე.
საოცრად ეფექტური ეთერზეთები გამოიყენეთ კვირაში ერთხელ და რამდენიმე თვის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. სახე ნაოჭების გარეშე, გლუვი, მკვრივი, ნაზი, მბზინვარე.
დამერწმუნეთ, სიახლე და ჯანმრთელი იერი გარანტირებული გაქვთ!
გირჩევთ, ამ საოცარი ეთერზეთების გამოყენებამდე ჩაიტაროთ ტესტი ალერგიაზე. დაიწვეთეთ იდაყვის შიგნითა ნაწილზე და დაელოდეთ 2-3 წუთი. თუ რეაქცია არ მოგცათ, თამამად შეუდექით პროცედურებს.
გამოიყენეთ საოცარი ეთერზეთები და გარშემომყოფნი გააოცეთ თქვენი სილამაზით.