შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც თქვენს თმას, წარბებს, წამწამებსა და კანს უფრო ლამაზსა და მიმზიდველს გახდის. გჭირდებათ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები.
მათი ეფექტურობა გამოცდილი არის თაობების მიერ.
1. ლამაზი და მბზინვარე თმისთვის
თუ თქვენი თმა არის უსიცოცხლო, გამომშრალი და გცვივათ, გამოიყენეთ ზღვის მარილი.
უბრალოდ დაამატეთ თქვენს შამპუნს (250 მლ) 2-3 ს/კ წმინდად დაფქული ზღვის მარილი და თმა დაიბნეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
2. ლამაზი წარბებისა და წამწამებისთვის
თუ წარბები ნელა გეზრდებათ და ძალიან მწირია, საუკეთესოა აბუსალათინის ზეთის, E ვიტამინისა და ალოეს გელის ნაზავი.
მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და წაისვით წარბებსა და წამწამებზე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.
3. ტომრები და მუქი წრეები თვალების ირგვლივ
ყავის ნალექს დაამატეთ ქოქოსის ზეთი და აურიეთ (ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით). მომზადებული მასა დაიტანეთ თვალების ირგვლივ კანზე და თხელ ფენად გადაისვით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 4-ჯერ.
4. მოშვებული კანის გასამკვრივებლად
ჯადოსნური ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილის ფხვნილი 2 ს. კ.
- თიხა (თიხა შეარჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით) 5 ს. კ.
- თბილი გაფილტრული წყალი 10 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ მუცელზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე, მკერდზე, ფეხებსა და ხელებზე, შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. ამ გზით შეძლებთ კანის გამკვრივებას. გექნებათ ლამაზი კანი ცელულიტისა და სტრიების გარეშე.
5. დეპილაცია ფეხებისთვის
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი ¼ ჩ. ჭ.
- წყალი ¼ ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ პატარა ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ შაქრის გადნობამდე. როდესაც ნარევი გახდება ოქროსფერი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. დაიტანეთ მცირე ნაწილი ფეხზე და წაისვით თმის ზრდის მიმართულების საპირისპიროდ. გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება და სწრაფად მოიშორეთ არასასურველი თმა.
6. ფრჩხილების სიძლიერისა და სილამაზისთვის
თანაბარი რაოდენობით აიღეთ ქოქოსის ზეთი და თაფლი, დაამატეთ ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთი და აურიეთ. მომზადებული მასა დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ ფრჩხილებზე.
7. აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
აკნესა და კანის ანთების საწინააღმდეგო ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 1 ჩ. კ.
- შვრიის დაფქული ფანტელი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
8. მუქი ლაქების საწინააღმდეგო კომპრესი
უმი კარტოფილი გახეხეთ. მიღებული მასა დაიტანეთ საფენებზე და დაიდეთ იღლიებზე ან სხვა დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი.
9. მზის დამწვრობა
დაზიანებულ ადგილებზე დაიდეთ სოდისა და წყლის ნარევის საფენები. ნარევი უმარტივესი მოსამზადებელია 1 ჩ/კ სოდა გახსენით 1 ჩ/ჭ წყალში. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.
10. გლუვი ქუსლებისთვის
ფეხების კანს დაიტენიანებთ და აირიდებთ ქუსლებზე ბზარების წარმოქნას თუ გაიკეთებთ სოდის, ძმრისა და თბილი წყლის აბაზანებს. აბაზანა გაიკეთეთ 20 წუთი. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
11. კანის გასაწმენდად
კანის გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აქტივირებული ნახშირი 2 ჩ. კ.
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- ცოტა თბილი წყალი გასახსნელად
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ ჟელესებურ მასას. პირსაწმენდი გააჯერეთ ცხელი წყლით, ოდნავ გააგრილეთ და 1-2 წუთით დაიფინეთ სახეზე. ამ გზით ხელს უწყობთ ფორების გახსნას. მომზადებული მასა სწრაფად წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნიღაბი გაშრება და ფრთხილად აიძვრეთ. სახე არ დაიბანოთ, გაიწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით.
12. თეთრი კბილებისთვის
აურიეთ დაჭყლეტილი მარწყვი (1 ჩ. კ.) და იმავე რაოდენობის სოდა. მომზადებული მასა დაიტანეთ კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები. მოცემული მეთოდით კბილები გაიხეხეთ თვეში 2-ჯერ.
13. აცოცხლებს და ატენიანებს კანს
აურიეთ 1 წილი ალოეს გელი და 2 წილი გაფილტრული წყალი. ნარევი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და შეისხურეთ სახეზე. ამ გზით შეძლებთ კანის დატენიანებას. განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში.
14. მკერდის გასამკვრივებლად
ყოველ ღამე ძილის წინ მკრედზე მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ქოქოსის ზეთი. ამ გზით შეძლებთ კანის გამკვრივებას და დატენიანებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და უმარტივესი საშუალებებით მოიგვარეთ პრობლემები!