54 წლის ასაკში ჩემი კანი თავისუფალია ნაოჭებისა და ლაქებისგან, რაც ამ საშინაო ნიღბების დამსახურებაა

მიუხედავად ასაკისა, ზოგიერთი ქალბატონი ახერხებს გარშემომყოფთა აღფრთოვანებას. მიზეზი კი გლუვი, მკვრივი, მბზინვარე, ნაოჭებისგან თავისუფალი სახის კანია.

სტატიაში შემოგთავაზებთ შეუფასებელ ნიღბებს, რომლებიც სახამებლის ბაზაზე არის შექმნილი. ნიღბების რეცეპტი კი საერთოდ უცნობი ქალბატონისგან მოვიპოვე, რომელიც თვალისმომჭრელად გამოიყურება.

სახამებლის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ცოტა თბილი რძე

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და დაიტოვეთ 30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები მარლის საფენით ფრთხილად მოიშორეთ და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებლისა და ვარდკაჭკაჭას ნიღაბი

სახამებლის ნიღბები ამკვრივებს სახის კანს, ატონიზირებს და ააქტიურებს შინაგან პროცესებს.

საჭირო იგრედიენტები:

  • სახამებელი 4 ს. კ.
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • ვარდკაჭკაჭას ფხვნილი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების  წესები:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და 30 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებლისა და კვერცხის ცილის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • კვერცხის ცილა 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 0,5 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაასხით ცოტა ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და დაამატეთ სახამებლის მასას, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და 40 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებლის ნიღბებს ბოტოქსის ეფექტი აქვს. მოამზადეთ და გამოიყენეთ უძლიერესი ნიღბები. ნუ დაელოდებით ნაოჭების გაჩენას.