იცით თუ არა, რომ ჟელატინი კანს ჭიმავს. ჟელატინის ბაზაზე დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ სილამაზის სალონებში. ჟელატინი შედის შამპუნების შემადგენლობაში, საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ამაგრებს ფრჩხილებს.
ჟელატინი ასწორებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელიც შექმნილია ჟელატინის ბაზაზე.
1. ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინიანი მალამო
საჭირო იგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- წყალი 0,5 ჩ. ჭ.
- თაფლი 3 ს. კ.
- გლიცერინი 0,5 ჩ. ჭ.
- სალიცილის მჟავა 1 გ (დაახლოებით დანის წვერით)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემეული იგრედიენტები კარგად აურიეთ. ჭურჭელი, რომელშიდაც ნარევი მოამზადეთ, დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გადმოდგით ცეცხლიდან, დაელოდეთ გაციებას, მაგრამ განუწყვეტლივ ურიეთ, რათა მიიღოთ ჟელესებური მასა.
მომზადებული მალამო დაიტანეთ სახის კანზე დაძინებამდე 2 საათით ადრე, გაიჩერეთ 20 წუთი. მალამოს ნარჩენები ჩამოიწმინდეთ ხელსახოცით.
მოცემული პროპორციებით მომზადებული მალამო 1 თვის სამყოფია. საშუალება შეინახეთ მაცივარში. კონტეინერიდან ამოიღეთ ის რაოდენობა, რამდენიც გჭირდებათ ერთჯერზე, ცოტა შეათბეთ და დაიტანეთ სახის კანზე.
2. კანის გამაახალგაზრდავებელი ჟელატინიანი ნიღაბი
ჟელატინიან ნიღაბს აქვს აღმდეგენი ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის ფერს, ასწორებს ნაოჭებს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს, კანს ანიჭებს ელასტიურობას, ჭიმავს.
3. ჟელატინისა და ბანანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
- ადუღებული წყალი 2 ს. კ.
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- ბანანის პიურე 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ჟელატინს დაასხით წყალი, კარგად აურიეთ და დაელოდეთ გაფუებას. შემდეგ კი დაამატეთ ბანანის პიურე, აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ჟელატინიანი ნიღაბი გლიცერინითა და თაფლით
საჭირო იგრედიენტები:
- გლიცერინი 4 ს. კ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
- წყალი 4 ს. კ.
- ჟელატინი 2 ჩ. კ.
მომზადებისა დაგამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე (განუწყვეტლივ ურიეთ), შემდეგ კიდევ დაამატეთ 4 ს. კ. ადუღებული წყალი და მომზადებული საშუალება გადაიტანეთ მინის კონტეინერში, თავი მჭიდროდ დაახურეთ და შედეთ მაცივარში.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს სახეზე შეიზილეთ მალამო.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.