
პირის ღრუს ჰიგიენა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ლამაზი ღიმილისთვის, ამიტომ თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას მისი ჰიგიენა. ამისთვის არსებობს უამრავი კომერციული საშუალება და სტომატოლოგიური პროცედურა. სამწუხაროდ, მათი გამოყენება ყველას არ შეუძლია, მაგრამ მსგავსი ეფექტის მქონე უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ პირის ღრუს მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან.
ეს მარტივი ხერხი მოგაშორებთ ქვებს, ნადებს, გაგითეთრებთ კბილებს, ხელს უწყობს სუნთქვის განახლებას. შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ თვეში 2-ჯერ. შედეგად კი მიიღებთ ქათქათა კბილებს, სუფთა სუნთქვას და ჯანმრთელ პირის ღრუს.
გირჩევთ, გამოიყენოთ მარტივი და იაფი საშუალება, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს/კ სოდა
- ნახევარი ჩ/ჭ წყალბადის ზეჟანგი
- 1 ჩ/ჭ წყალი
- ნახევარი ს/კ მარილი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, აურიეთ მარილი და სოდა. აიღეთ კბილის ჯაგრისი და ჩაყავით ცხელ წყალში, შემდეგ – სოდისა და მარილის ნარევში და 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები. ეცადეთ, ნარევი არ გადაგეყლაპოთ.
- მოამზადეთ ცხელი წყლისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი. მომზადებული სითხე 1 წუთის განმავლობაში დაიგუბეთ პირის ღრუში და გადმოაქციეთ.
იმისათვის, რომ მოიშოროთ კბილებს შორის არსებული ქვები, გამოიყენეთ კბილის ძაფი და შემდეგ გამოივლეთ ცივი წყალი. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას!