სალბი – ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს. მართალია, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ სალბის დახმარებით შევინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს.
სალბი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებას-მცენარეულ ჰორმონს, რომლელიც ქალიური ჰორმონის ესტროგენის მსგავსია.
სასურველია 35 წლის ზემოთ წელიწადში 3-ჯერ თუ ჩაიტარებთ სალბის ნაყენით მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 კვირა, შემდეგ დაისვენეთ 4 თვე და კვლავ ჩაიტარეთ სამკვირიანი პროცედურა.
როგორ მოვამზადოთ ახალგაზრდობის ელექსირი?
საჭირო იგრედიენტები:
- სალბის ბალახი 1 ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
სამკურნალო ბალახის მითითებულ ულუფას დაასხით ადუღებული წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ, მხოლოდ არ გააციოთ და საუზმემედე 30-40 წუთის განმავლობაში დალიეთ ყლუპ-ყლუპობით. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან ლიმონის ნაჭერი, ან ორივე ერთად.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.