მოამზადეთ პიცა ამ რეცეპტით. ის ისეთივე თხელი და გემრიელი გამოვა, როგორც რესტორნებში

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც პიცა არ უყვარს და ამზადებენ მას თავისებური ინტერპრეტაციით.

პიცის მთავარი საიდუმლო ცომშია, რომლის მომზადების წესი ყოველთვის გასაიდუმლოებულია.

შევეცადეთ, ამოგვეცნო, თუ როგორ ამზადებენ რესტორნის უგემრიელესი პიცის ჰაეროვან ცომს.

საფუვრიანი ცომი თუ გინდათ, რომ ფაფუკი და ჰაეროვანი იყოს აუცილებლად თბილი რძით უნდა მოზილოთ.

შემოგთავაზებთ ნამდვილი პიცის რეცეპტს, რომლის ცომი ჰაეროვანი და ფაფუკია, ხოლო კიდეები ხრაშუნა.

ცომისათვის საჭირო იგრედიენტები:

  • რძე 200 მგ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • შაქარი 2 ჩ. კ.
  • საფუარი 10 გრ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ფქვილი 300 გრ
  •  შიგთავსისათვის საჭირო იგრედიენტები:
  • ლორი 150 გრ
  • პამიდორი 1 ცალი
  • გახეხილი ყველი 150 გრ
  • ტომატის სოუსი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეს დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
  2. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ზემოდან დააფარეთ ტილო და 30 წუთი ასაფუებლად გააჩერეთ სითბოში.
  3. აფუებული ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაფარეთ პიცისათვის აუცილებელი კომპონენტით ტომატის სოუსით. ზემოდან მოაწყვეთ თხლად დაჭრილი ლორი, ტომატის სოუსის წრე დაფარეთ გახეხილი ყველით და გააფორმეთ პამიდვრის რგოლებით.
  4. პიცა შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.

პიცისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის საყვარელი და ხელმისაწვდომი იგრედიენტები.

მოამზადეთ პიცა, მიირთვით და ისიამოვნეთ.