სახეზე ახალი ნაოჭები აღმოაჩინეთ, შენიშნეთ გადაღლილობის კვალიც, შეშფოთდით, აფორიაქდით, მაგრამ არ ინერვიულოთ, ბუნება შემოქმედია, მრავალი ნატურალური საშუალების წყაროა, რომელთა წყალობით თქვენს პრობლემას მარტივად მოევლება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ამკვრირებს სახის კანს.
ამ საოცარი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი იგრედიენტი. გასაოცარ შედეგს მიიღებთ ძალიან სწრაფად და დაზოგავთ ფულსაც.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტი
საჭირო იგრედიენტები:
- სელის თესლი ½ ჩ. ჭ.
- წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ პატრა ქვაბი, ჩაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ სელის თესლი, კარგად აურიეთ და ადუღეთ რამდენიმე წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, გადააფარეთ მარლა და მთელი დღე გააჩერეთ, ხოლო თუ საღამოს მოამზადეთ, მაშინ მთელი ღამე დააყოვნეთ, შემდეგ გადაწურეთ.
- მომზადებული საშუალებით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. 5-6 წუთის შემდეგ, როდესაც სითხე შეშრება, კვლავ წაისვით, პროცედურა გაიმეორეთ 4-5 ჯერ.
- შედეგს 2 კვირის შემდეგ დაინახავთ.
ნიღაბი, რომელიც სელის თესლის ბაზაზეა შექმნილი, უძლიერესი საშუალებაა, რადგან სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, კალიუმის, მაგნიუმს, ამინომჟავებს, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რაც მას შესანიშნავ კოსმეტიკურ პროდუქტად აქცევს ყველა ტიპის კანისთვის.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ უძლიერესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.