7 მეცნიერული მეთოდი ნაოჭებთან საბრძოლველად

ასაკის მატებისას სიბრძნესთან ერთად ნაოჭებიც გვემატება, თუმცა მათთან ბრძოლა საკმაოდ მარტივი მეთოდებითაა შესაძლებელი. თუკი გსურთ, რომ სწრაფად არ შეგეტყოთ დაბერების ეფექტები, მაშინ ეს მეცნიერულად დამტკიცებული რჩევები გაითვალისწინეთ:

ამოიდეთ მკლავების ქვეშ ბალიშები ძილის წინ

ეს შეამცირებს მკერდის ნაოჭების გაჩენის რისკსს. ყველაზე ძნელი ამ შემთხვევაში ზურგზე დაწოლილი დაძინებაა, თუმცა ამ პოზაში ჩაძინებას რამდენიმე კვირაში მიეჩვევით და კანის გაუმჯობესებასაც შეამჩნევთ.

დაალაგეთ ნივთები თქვენს ირგვლივ

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია. ჩვენ ძილში პოზიციას ძალიან ხშირად ვიცვლით და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა არაკომფორტული და ნაოჭების გამჩენიც იყოს.

დაიდეთ ბალიში მუხლების ქვეშ

ფეხებისა და ტანის სიმაღლეში განსხვავება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ეს დაგეხმარებათ ნაოჭების და ასევე გადაღლილი მუხლების საკითხშიც.

ამოიდეთ თავის ქვეშ პირსახოცი

საუკეთესო არჩევანია ორთოპედიული ბალიშის ხმარება, თუმცა მისი არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ იხმაროთ დახვეული პირსახოციც.

აირჩიეთ სწორი ლეიბი

რბილი ლეიბი შეიძლება უფრო კომფორტულია, თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მკვრივი ლეიბი უფრო უკეთესია თქვენი ხერხემლისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის და ასევე ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც.

აირჩიეთ სწორი საცვალი

ქალების უმრავლესობამ არ იცის, რომ მაღაზიებში უკვე იყიდება ნაოჭების საწინააღმდეგო საცვლებიც, რომლებიც სავარჯიშო ლიფებს ჰგავს, თუმცა უფრო ნაზი მატერიისგანაა დამზადებული. ასეთი ლიფების ბოლოები ასევე არ იწოვენ დამატენიანებელ კრემს და იცავენ თქვენს კანს. მათი ჩაცმა ყოველდღე არ შეიძლება, თუმცა ძილისას ისინი საუკეთესო არჩევანია.

დატენიანება ყოველთვის მნიშვნელოვანია

შემოიღეთ წესათ გაღვიძებისას დამატენიანებელი კრემის წასმა პრობლემურ ადგილებზე და იგივეს გამეორება დაძინების წინ. დამტკიცებულია, რომ ნაოჭების 90% დატენიანების ნაკლებობის გამო ჩნდება.