თქვენს ორქიდეას უჭირს-ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ მისთვის ვიტამინების კოქტეილი.
თქვენს ორქიდეას ფოთლები სცვივა? დიდი ხანია აღარ ყვავის? ალბათ დროა, რომ ის ვიტამინებით გამოკვებოთ.
უმარტივესი მედიკამენტებისგან მოამზადეთ ყველაზე ეფექტური ვიტამინების კოქტეილი და იხსენით თქვენი ორქიდეა.
კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ვიტამინი B6
- ვიტამინი B12
- ვიტამინი B1
ინსტრუქცია:
- ვიტამინები შეიძინეთ ამპულების სახით.
- ვიტამინების თითო-თითო ამპულა გახსენით 1 ლ წყალში და კარგად აურიეთ.
- მომზადებულ ნაყენში მთელი ღამით დატოვეთ თქვენი ორქიდეა.
- მოცემული ვიტამინების თითო ამპულა გახსენით 3 ლ წყალში და მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ ორქიდეას მოსარწყავად.
გაითვალისწინეთ მოცემული შემოთავაზება და კიდევ დიდხანს შეუნარჩუნეთ თქვენს მგრძნობიარე და უსაყვარლესს ყვავილს სიცოცხლე.