შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის აღმოფხვრას. ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ პლანტარული ფასციიტის, ვარიკოზული ვენების, ოსტეოქონდროზისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
თუ გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ გაუსაძლისია ქუსლებზე არსებული ძვლოვანი წანაზარდებით ე. წ. დეზებით გამოწვეული ტკივილი. პლანტარული ფასციიტი არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი, რომელსაც ზეწოლით ახლავს ძლიერი ტკივილი.
მოცემული ხსნარის საშუალებით შეძლებთ ტკივილის გაყუჩებას და ქუსლების კანის დარბილებას.
უებარი წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 10 აბი
- არაყი 250 მლ
მომზადების წესი:
ასპირინის აბები დაფშხვენით, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით არაყი და გააჩერეთ 2 დღე.
გამოყენების წესი:
მომზადებული ხსნარი გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, გააჯერეთ მარლის საფენი და დაიდეთ ქუსლებზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით საფენი მოხსენით. ქუსლები გაიწმინდეთ ნესტიანი ტილოთი და წაისვით დამატენიანებელი საცხი. პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ შვებას. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!