კვების მენიუ, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ კარდიოლოგები წონის დასაკლებად

გსურთ, სწრაფად მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები და ეძებთ შესაბამის მკაცრ დიეტას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და   თვითნებურად ნუ მიიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან შეიძლება ორგანიზმში მომხდარმა ცვლილებებმა პრობლემები შეგიქმნათ და თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

კარდიოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის გულს და სისხლის პროცესებს. ამიტომ მკაცრი დიეტის დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ კარდიოლოგს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი კარდიოლოგის მიერ შემუშავებულ დიეტას, რომელიც დაგეხმარებათ ყოველგვარი ზიანის გარეშე გთავისუფლდეთ ზედმეტი კილოგრამებისგან.

იხილეთ კარდიოლოგის მიერ რეკომენდებული დიეტის რეცეპტი.

დიეტის დროს საუზმე უნდა მიირთვათ ერთსა და იმავე დროს და აუცილებლად 1 ცალი ხილი (აირჩიეთ თქვენთვის სასურველი): ფორთოხალი, ატამი, მსხალი, საზამთრო, ნესვი. გეკრძალებათ-ბანანი და ყურძენი.

პირველი დღე

სადილი

  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 1 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 200 მლ იოგურტი

ვახშამი

  • 2 ცალი პამიდორი ან 200 მლ ტომატის წვენი
  • 2 ცალი მოხარშული კვერცხი
  • ნახევარი კიტრი ან მცირე რაოდენობით სალათი
  • 2 ნაჭერი გახუხული პური

მეორე დღე

სადილი

  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 1 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 200 მლ კეფირი

ვახშამი

  • 125 გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 1 ცალი პამიდორი
  • 1 ნაჭერი გახუხული პური
  • 1 ფინჯანი ყავა ან ჩაი
  • 1 ცალი ფორთოხალი

მესამე დღე

სადილი

  • 1 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 1 ცალი ფორთახალი
  • ფინჯანი იოგურტი
  • 1 კიტრი ან სალათი

ვხშამი

  • 125 გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 1 ნაჭერი გახუხული პური
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 1 ფინჯანი ყავა ან ჩაი (უშაქრო)

მეოთხე დღე

სადილი

  • 125 გრ ყველი (ძროხის რძის)
  • 1 ცალი პამიდორი
  • 1 ცალი გამომშრალი პური

ვახშამი

  • 125 გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 2 ცალი პამიდორი
  • 1 ცალი ვაშლი
  • 1 ნაჭერი გამომშრალი პური

მეხუთე დღე

სადილი

  • 200 გრ მოხარშული ხორცი ან თევზი
  • 1 ცალი პამიდორი
  • 1 ნაჭერი გამომშრალი პური

ვახშამი

  • ნახევარი კგ მოხარშული სტაფილო, ბარდა ან კარტოფილი

შენიშვნა:

  1. ბოსტნეული და ხორცი მიირთვით უმარილოდ ან მცირე რაოდენობის მარილით.
  2. შეისვენეთ მე-6 და მე-7 დღეს.
  3. გეკრძალებათ ალკოჰოლის მიღება.
  4. 5 დღის შემდეგ დაიკლებთ 2-4 კგ.
  5. შეისვენეთ 2 დღე და კვლავ გაიმეორეთ დიეტა (სულ 3-ჯერ).
  6. შემოთავაზებული დიეტის წყალობით დაიკლებთ 15 კგ-მდე.

დიეტის დამთავრების შემდეგ განტვირთვის მიზნით ყოველ ორშაბათს მიირთვით შემდეგი კერძები:

  1. საუზმე: 1 ფინჯანი ლიმონის წვენი (უშაქროდ)
  2. სადილი: 1 ცალი ვაშლი, 1 ნაჭერი გახუხული პური
  3. ვახშამი: 1 ცალი მოხარსული კვერცხი, 1 ცალი პამიდორი, 1 ნაჭერი გხუხული პური.

თქვენ შეგიძლიათ ეს პროდუქტები მიირთვათ ცხელი ან ცივი სახით, მაგრამ ყველაფერი მიიღეთ მოცემული რეჟიმის მიხედვით. დაუშვებელია შეცვალოთ პროდუქტი ან დიეტის რეჟიმი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაიცავით შემოთავაზებული დიეტა და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.