როგორ გავწმინდოთ ღუმელის სახელურები ლაქებისაგან მარტივი ინსტრუქციით

ჩაიარა დღესასწაულებმა და თქვენი ღუმელი საშინლად არის დაბინძურებული, განსაკუთრებით კი სახელურები, რომლის გაწმენდა ყველაზე შრომატევადია.

სამწუხაროდ, ყველა ღუმელს არ ეხსნება სახელურები და შესაბამისად მათი გაწმენდაც რთულია, მაგრამ გამოცდილმა დიასახლისებმა საუკეთესო საშუალება იციან, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პრობლემურ ადგილებში ჩამჯდარ ჭუჭყს. გამოცდილებას თქვენც გაგიზიარებთ და  შემოგთავაზებთ ღუმელის სახელურების გასაწმენდ ეფექტურ საშუალებას, რომლის წყალობითაც უმარტივესი გზით შეძლებთ პრობლემური ადგილების გასუფთავებას.

ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი მედიკამენტი. წმენდის შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს და ამ საშუალებას კიდევ მრავალჯერ გამოიყენებთ.

როგორ გავასუფთაოთ ჩამჯდარი ჭუჭყისგან ღუმელის სახელურები?

  1. აიღეთ კბილის ჯაგრისი, ყურის ჩხირები და ამიაკის ანისულის წვეთები.
  2. ხველის საწინააღმდეგო წვეთები ამიაკის ანისული იაფი და ეფექტური მედიკამენტია, რომელიც ამავე დროს შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა.
  3. ბამბის ჩხირები ჩაყავით ხსნარში და გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები, არ დაივიწყოთ კუთხეები და სახელურები.
  4. ამიაკის ანისულის ხსნარით გაჯერებული დაბინძურებული ადგილების გასაწმენდად გამოიყენეთ ჯაგრისი ან ღრუბელი. წმენდის დროს აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თქვენი ღუმელი სისუფთავისგან იბრწყინებს.