სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სხვადასხვა სახის სასარგებლო ზეთი, ფუტკრის ცვილი და აქტივირებული ნახშირი.
მალამოს ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია აქტივირებული ნახარში, რომელიც კანის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ გამოიყენება.
მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, ნაწიბურების, სისხლჩაქცევების, აბსცესების, მწერების ნაკბენების, წყლულების, ჭრილობების სამკურნალოდ. იგი უებარი საშუალებაა ქუსლებზე არსებული ნახეთქების მოსაშუშებლად. მალამო გაგათავისუფლებთ კანის სოკოვანი ინფექციებისგან.
იგი მოსამზადებლად უმარტივესია და გამოსაყენებლად ვარგისია ერთი წლის განმავლობაში.
შავი სამკურნალო მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 50 მლ
- ქოქოსის ზეთი 100 მლ
- აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 1 ჩ. კ.
- ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 10 წვეთი
იხილეთ მცირე ინფორმაცია თითოეული ინგრედიენტის სარგებელის შესახებ:
- აბუსალათინის ზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატენიანებს კანს, გამოიყენება აკნეს, გაღიზიანების, ქავილისა და სხვა პრობლემათა აღმოსაფხვრელად.
- ქოქოსის ზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატენიანებს კანს, გაჯერებულია ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით, ხელს უწყობს კანის სწრაფად შეხორცებას.
- აქტივირებული ნახშირი შლის ტოქსინებს, ამცირებს მწერების ნაკბენებითა და სისხლჩაქცევებით გამოწვეულ ტკივილებს.
- ფუტკრის ცვილი აუმჯობესებს კანის მთლიან სტრუქტურას.
- ჩაის ხის ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ატენიანებს კანს, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ხელს უწყობს კანის სწრაფად შეხორცებას.
მომზადების წესი:
- აიღეთ პატარა თასი და აურიეთ აქტივირებული ნახშირის ფხვნილი და აბუსალათინის ზეთი.
- ფუტკრის ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- გამდნარ ცვილს დაამატეთ აქტივირებული ნახშირისა და აბუსალათინის ზეთის ნაზავი, ქოქოისის ზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
- მზა მალამო გადაიტანეთ მინის კონტეინერში და გააგრილეთ.
შენიშვნა:
მალამო შეინახეთ ჰერმენტულად თავდახურულ მინის კონტეინერში. ამ გზით შეძლებთ ინგრედიენტების სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას. მალამო შეინახეთ ისეთ ადგილზე, რომელსაც არ ხვდება მზის სხივები. უმჯობესი იქნება თუ მაცივრის ქვედა თაროზე შეინახავთ.
მოხმარების წესი:
მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ დაზიანებულ ადგილზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ხელსახოცით გაიწმინდეთ. შეგიძლიათ პროცედურები დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა გაგრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!