ფეხების ეს აბაზანა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას საჯდომის ნერვის ანთების დროს

იშიაზი-ტკივილი, რომელიც ვრცელდება საჯდომი ნერვის გასწვრივ, გადეცემა ზურგს, ფეხს და იგრძნობა სხეულის ერთ მხარეს.

იშიაზის გამოწვევი მიზეზები:

  • ორსულობა
  • სიმსუქნე
  • სიბერე
  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • საჯდომი ნერვის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, მჯდომარე სამსახურმა, სახსრების ტკივილმა.

იშიაზის სიმპტომები:

  • მწვავე და ძლიერი ტკივილი თეძოსა და ფეხის არეში.
  • წვის შეგრძნება ზურგის ქვედა ნაწილში.
  • ჩხვლეტის შეგრძნება და ფეხის დაბუჟება.
  • დაზარალებული ფეხის სისუსტე.

გართულებულ შემთხვევში ზოგჯერ რეკომენდებულია ოპერაციის გაკეთება, ხოლო მსუბუქ შემთხვევაში ტკივილის შესამსუბუქებლად დაშვებულია მედიკამენტების მიღება, როგორიცაა, ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ასეთი დაავადების სამკურნალოდ ეს მეთოდი არაეფექტურია, რადგან მხოლოდ ამშვიდებს სიმპტომებს და ამავე დროს მათი გამოყენება შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

გირჩევთ, გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხოა და ამავე დროს ყველასთვის ხელმისაწვდომი. სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი ვაშლის ძმარია.

როგორ ვუმკურნალოთ საჯდომი ნერვის ანთებას ვაშლის ძმრით?

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1 ლიტრი
  • ცხელი წყალი 1 სათლი
  • ინგლისური მარილი 1 მუჭა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, როგორც კი მარილი გადნება, ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ სანამ წყალი არ გაგრილდება.
  2. ფეხები შეიმშრალეთ, შემდეგ დაითბუნეთ და დაწექით დასაძინებლად. დილიდან ჩაიცვით თბილი წინდა და ფეხშიშველმა არ იაროთ.
  3. დაუყონებლივ იგრძნობთ ტკივილის შემსუბუქებას. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე, სანამ სიმპტომები არ შეგიმსუბუქდებათ.

ცხელი წყლის აბაზანები ჰიდროთერაპიული მკურნალობის ნაწილია, რომელთაც უნიშნავენ სახსრებით დაავადებულ ადამიანებს და მათ ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს.

შემოთავაზებული საშუალება ეფექტურად ხსნის ტკივილს. ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ სამკურნალო ხსნარი და დაიამეთ ტკივილები.