დაიცავით კვების ეს მენიუ 10 დღის განმავლობაში, რათა არასასურველი კილოგრამები და ცხიმები მალევე შემცირდეს

ცხიმების წვის გასააქტიურებლად და მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად საჭიროა ორგანიზმის განტვირთვა.

ჯანმრთელ და აქტიურ ადამიანს შეუძლია დაბალკალორიული დიეტის საშუალებით სწრაფად დაიკლოს წონაში. შემოგთავაზებთ   მთელი დღის კვების მენიუს, რომელიც  მხოლოდ 900 კალორიას შეიცავს.

მოცემული დიეტის საშუალებით 10 დღეში 10 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ.

დიეტაზე ყოფნის დროს მიირთმევთ მწვანე ჩაის, ვაშლს, შვრიის ფაფას.

მწვანე ჩაი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის აფერხებს ცხიმების დაგროვებას, აგრეთვე გაგათავისუფლებთ თავისუფალი რადიკალებისგან.

ვაშლი მდიდარია ბოჭკოებით. ბოჭკოები წმენდს ნაწლავებს და ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას. დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ჯიშის ვაშლი.

შვრია განაყრებთ და დიდი ხნით, გიკლავთ შიმშილის გრძნობას,  ამცირებს ჭარბი კალორიების მიღებას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

კალორიები:

  • ფინჯანი მწვანე ჩაი 0 კალორია
  • 2 ცალი ვაშლი 230 კალორია
  • შვრია 1 თეფში 160 კალორია
  • 6 ცალი კვერცხი 450 კალორია
  • 1 ცალი სტაფილო და 1 ცლი კიტრი 60 კალორია
  • სულ 900 კალორია

დღის მენიუ  

საუზმე:

  • ფინჯანი მწვანე ჩაი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი
  • საუზმესა და სადილს შორის მიიღეთ:
  • ფინჯანი მწვანე ჩაი
  • 1 ცალი ვაშლი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი

სადილი:

  • ფინჯანი მწვანე ჩაი
  • 1 ცალი ვაშლი

ვახშამი:

  • შვრიის ფაფა (შეგიძლიათ დამაატოთ სელის თესლი, თხილეული ან ხილი
  • დაძინებამდე 1 საათით ადრე დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ კვებათა შორის მიირთვათ კომბოსტო, კიტრი ან სტაფილო.

შეზღუდეთ შაქრისა და მარილის მოხმარება. გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები ან ყოველ დილით ისეირნეთ, მინიმუმ 15 წუთი.