მიხაკი ფართოდ გავრცელებული სანელებელია, რომელიც კერძებს საოცარ არომატსა და გემოს ჰმატებს. მისი პოტენციალი განუსაზღვრელია. სანელებელი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.
მიხაკი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისა და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო ეფექტი.
რეკომენდებულია მიხაკის გამოყენება ხველის, მეტეორიზმის, ანთებითი პროცესების, კბილის ტკივილის, ბრონქიტის სამკურნალოდ. მიხაკი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ამიტომ იგი ეფექტურად გამოიყენება წონის დასაკლებად.
ევგენოლი-ეს ნივთიერებაა, რომელიც მიხაკს აჯერებს არომატითა და სამკურნალო თვისებებით.
ევგენოლის წყალობით, მიხაკი ფლობს ანტისეპტიკურ და საანესთეზიო თვისებებს.
მიხაკის შემადგენლობა გაჯერებულია ისეთი მინერალებით, როგორიცაა რკინა, მანგანუმი, კალიუმი, სელი, მაგნიუმი, და A, C, K, B-ვიტამინებით.
მიხაკისგან იღებენ სამკურნალო ზეთს, რომელიც ფრჩხილების გამაძლიერებელ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება.
მიხაკის ექსტრაქტი სოკოვანი ინფექციებისა და ვირუსების სამკურნალო საშუალებაა, რომელიც დაამატეთ წყალს და გამოიყენეთ პირის ღრუს სავლებად. ის აგრეთვე ეფექტურად ხსნის მწერების ნაკბენებით გამოწვეულ ქავილს.
შემოგთავაზებთ მიხაკის ექსტრატისა და მიხაკის ზეთის ბაზაზე შექმნილი სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს.
1. ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკი
მიხაკი მოგიხსნით კბილების, ღრძილებისა და ყელის ტკივილს. ის აგრეთვე ეფექტურად გამოიყენება ჭრილობების, ინფექციების, დამწვრობების დროს.
2. სისხლის ცირკულაცია
მიხაკი ახდენს სისხლის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს მიმოქცევას.
3. ლორწოს საწინააღმდეგო საშუალება
მიხაკი მოქმედებს როგორც ამოსახველებელი საშუალება და ამცირებს ყელსა და საყლაპავში არსებულ ლორწოს.
4. ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას
მიხაკი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ნერწყვისა და სითხის წარმოქმნას, რომელბიც ხელს უწყობენ მონელებას. ეს პროცესი კი იწვევს ცხიმის სწრაფად წვას.
5. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას
საოცარი სანელებელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას მომნელებელი ფერმენტების სეკრეციის გაზრდით. ის ებრძვის ყაბზობას. მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას და მუცელში არსებული დისკომფორტს.
6. კრუნჩხვა
მიხაკი მოგიხსნით კუნთების სპაზმებს და კუნჩხვებს.
7. პირის ღრუს სავლები
ეს ბუნებრივი იგრედიენტი უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალებაა პირის ღრუსა და კუჭში აღმოჩენილი ბაქტერიების წინააღმდეგ. მიხაკი გაგათავისუფლებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან.
8. ფარისებრი ჯირკვალი
მიხაკი გამოიყენება ჰიპოთერიოზის პროფილაქტიკისთვის.
9. ქოლესტერინის კონტროლი
მიხაკი აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს.
10. ანთების საწინააღმდეგო
სანელებელი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა.
მიხაკის ჩაი
გამოიყენეთ მიხაკის ჩაი და მოიგვარეთ შინაგანი პრობლემები.
მიხაკის ჩაის მომზადებისა და გამოყენების წესები:
1 ლ წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 1 ჩ. კ. მიხაკი და ადუღეთ 10 წუთი. დაახურეთ თავი, დააყოვნეთ სრულ გაციებამდე და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 ჩ. ჭ.
მიხაკის ზეთი
რეკომენდებულია მიხაკის ზეთის გამოყენება ფრჩხილებისა და კანზე არსებული სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
როგორ მოვამზადოთ მიხაკის ზეთი?
- სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 30 გრ მიხაკი და 200 მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. იგრედიენტები აურიეთ და ადუღეთ 1 საათი ორთქლის აბაზანაზე, რომელიც დაბალ ცეცხლზე დგას.
- მზა მასა გააციეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში.
მიხაკის ექსტრაქტი სოკოვანი ინფექციებისა და ვირუსების წინააღმდეგ
- წყალში ან სპირტში გახსნილი მიხაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბუნებრივი არომატიზატორი.
- წყალში გახსნილი მიხაკი მოქმედებს ისე, როგორც პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები.
- ექსტრაქტის 1 ჩ. კ. გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში და გამოიყენეთ მწერების ნაკბენებისგან გამოწვეული ქავილის საწინააღმდეგოდ.
მიხაკისა და არყის ექსტრაქტი
30 გრ მიხაკს დაასხით 300 მლ არაყი და დააყოვნეთ 2 თვე. საშუალება მზადაა გამოსაყენებლად, როდესაც სითხე გაყავისფერდება.
უკუჩვენება
მიხაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულთათვის, მეძუძური დედებისთვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის და მათთვის ვისაც ნერვოლოგიური დარღვევები აღენიშნებათ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები. გამოიყენეთ ბუნებრივი სანელებელი, მოამზდეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა სილამაზეზე.