
იაფი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს თმის აღდგენას.
სტატიაში ვისაუბრეთ თმის მოვლის შესახებ, და შემოგთავაზებთ სამკურნალო ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ეფექტურია დაზიანებული, გამომშრალი თმისთვის, აგრეთვე შეგიჩერებთ თმის ცვენას.
ამ ნიღაბის მომზადება ყველსთვის ხელმისაწვდომია.
საჭირო იგრედიენტები:
- ვიტამინი A
- ვიტამინი E
- ქაფურის ზეთი
- ბურდონის ზეთი
- დიმექსიდი
ყველა იგრედიენტის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში. დიმექსიდის სუფთა სახით გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ ნიღაბს დაამატეთ ზეთი.
სწორედ დიმექსიდი არის ამ ნიღაბის ძირითადი იგრედიენტი. ის აღწევს თმის ფოლიკულში და თმას კვებავს ვიტამინებითა და მინერალებით.
მაგრამ ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან დიმექსიდი იწვევს ალერგიულ რეაქციებს. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
მომზადების წესი:
- აიღეთ 1 ს. კ. E ვიტამინი
- ქაფურის ზეთი 2 ს. კ.
- ბურდონის ზეთი
- ვიტამინი A 1 ს. კ.
- ვიტამინი A (ყიდვისთანავე შედეთ მაცივარში)
დიმექსიდი, რომელსაც გამოყენებამდე გააცხელებთ ორთქლის აბაზანაზე და გაათბობთ კომფორტულ ტემპერატურამდე, შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი და კარგად შეურიეთ დანარჩენ იგრედიენტებს.
ნიღაბი მზადაა. დაიტანეთ ის თავის კანზე და კარგად შეიზილეთ თმის ფესვებიდან ძირებამდე. შემდეგ დაიფარეთ ცელოფანი და შემოიხვიეთ პირსახოცი. ამ გზით შეინარჩუნებთ სითბოს და ნიღაბის მოქმედება კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდება.
ნიღაბი დააყოვნეთ 40 წუთიდან ერთ საათამდე და შემდეგ ჩვეულებრივად დაიბანეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ბალზამიც.
შედეგს პირველი პროცედურის შემდეგ იგრძნობთ. თმა დაგირბილდებათ, გაჯერდება ვიტამინებით, შეგიწყდებათ ცვენა, დაუბრუნდება მბზინვარება, ჯანმრთელი იერი და სილამაზე.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ. ნუ დაიზარებთ ნიღაბის მომზადებას და დატკბით თქვენი თმის მოცულობით, მბზინვარებით. თმა ხომ ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.