ბევრ ადამიანს აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემა როგორიც თიაქარია.
არსებობს სხვადასხვა ტიპისა და სიმძიმის თიაქარი. ზოგი ადამიანი ვერც გრძნობს მის არსებობს, ზოგს კი ძლიერი ტკივილი აწუხებს.
ტკივილი და დისკომფორტი-თიაქრის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ბევრი ადამიანი იყენებს ხალხურ საშუალებებს თიაქრით გამოწვეული პრობლემათა მოსაგვარებლად.
მალთაშუა თიაქრის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რეცეპტი, რომელიც მხოლოდ 3 იგრედიენტისგან შედგება.
რეცეპტის შემადგენლობაში შემავალ ყველა იგრედიენტს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
თიხა-ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეგიმცირებთ ანთებას. ის ძალიან სასარგებლო იგრედიენტია, რადგან შთანთქავს წყლებსა და ტოქსინებს. ამავე დროს გაჯერებულია დიდი რაოდენობით მინერალებით.
ძმარი, უმჯობესია თუ ვაშლის ძმარს გამოიყენებთ, უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
კომბოსტო-მოკრძალებული ბოსტნეულია, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებითაა გაჯერებული.
სწორედ, ამ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო პროდუქტებითაა გაჯერებული საშულება, რომლის რეცეპტსაც იხილავთ სტატიაში.
საჭირო იგრედიენტები:
- კოსმეტიკური თიხა (ფხვნილის სახით) 5 ს. კ.
- ძმარი 2 ს. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- კომბოსტოს ფოთლები 2-3
მომზადებისა და გამოყენების წესები:
თიხა, წყალი და ძმარი მინის ან კერამიკის ჭურჭელში კარგად აურიეთ. კომბოსტოს ფოთლები რამდენიმე წამით მოწალეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანებულს ადგილებზე და კარგად შეიზილეთ, შემდეგ დაიფინეთ კომბოსტოს ფოთლები და დაელოდეთ თიხის გაშრობას, დაახლოებით 30 წუთამდე.
შეძლებისდაგვარად, პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ და მალე იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შემოთავაზებული საშუალების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.