ნატურალური კრემი საკუთარი ხელით შეუდარებლად ლამაზი ფრჩხილებისა და ნუნებისთვის

610

შემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს, რომელიც ხელის მოვლის საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. მალამო ეფექტურად გამოიყენება მშრალი კუტიკულების (ნუნების) დასარბილებლად. გარემო ფაქტორების ზემოქმედება, სარეცხი საშულებები, ზამთრის სუსხი უარყოფითად მოქმედებს ხელების კანზე. კანი შრება, იფიტება, ამიტომ საჭიროებს განსაკუთრებულ კვებასა და დატენიანებას.

მალამო არ შეიცავს მავნე კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს, რომლებიც სახიფათოა როგორც სილამაზისთვის, ისე ჯანმრთელობისთვის.

მოცემული ინგრედიენტებით მომზადებული მალამო 2-3 თვე გეყოფათ, თუნდაც დღეში 2-ჯერ გამოიყენოთ. მალამოს არ სჭირდება მაცივარი.

მალამოს სწრაფად შეიწოვს კანი და იცავს მას სიცივისა და ქარის მავნე ზემოქმედებისგან. შემოთავაზებული საშუალება კვებავს და ატენიანებს კანს.

ხელნაკეთი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაოს კარაქი 1 ს. კ.
  • შის კარაქი 3 ს. კ.
  • ნუშის კარაქი 1 ჩ. კ.
  • მცენარეული გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი, ან სელის ზეთი 1 ჩ. კ.
  • E ვიტამინი ½ ჩ. კ.
  • ლიმონის ეთერზეთი 10 წვეთი

მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ მოცემული კარაქები. კარგად აურიეთ და გააგრილეთ. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კიდევ ერთხელ აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. გამოსაყენებლად ვარგისია 6 თვე.

სასურველი შედეგის მისაღებად მალამო გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ.