რა სარგებლობა მოაქვს მაგნიუმის წყალს და როგორ მოვამზადოთ ის

მაგნიუმის სულფატს უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი წყალობით შესაძლებელია ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება, ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა.

მაგნიუმის სულფატის შემადგენლობაში შედის მაგნიუმისა და სულფატის იონები. ორგანიზმის შემადგენლობაში არსებული მაგნიუმის დაახლობით 60 % განთავსებულია ძვლებში, 26 %-კუნთებში, ხოლო დარჩენილი ნაწილი-რბილი ქსოვილებსა და ადამიანის ორგანიზმში არსებულ სითხეში.

მაგნიუმი ამაგრებს ძვლებსა და სახსრებს. ის წმენდს სისხლს და ხელს უწყობს გულის შეტევების აღმოფხვრას, ააქტიურებს თირკმელებს. მას შეუძლია ორგანიზმის მინერალური დისბალანსის გამოსწორება.

თუ თქვენ 40 წელს ზემოთ ხართ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მოხმარებული მაგნიუმის რაოდენობას. ის ეხმარება ყველა ოგანოს ნორმალურად ფუნქციონირებაში და აფარხებს სხვადასხვა დაავადებათა წარმოქმნას.

რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის მაგნიუმის სულფატს?

  • აფართოებს სისხლძარღვებს;
  • აგარიდებთ ფეხის კრუნჩხვას;
  • ამცირებს მაღალ წნევას;
  • ხსნის სპაზმებს;
  • დამამშვიდებელი საშუალებაა;
  • საფაღარათო საშუალებაა;
  • შარდმენია;
  • მაგნიუმის სულფატი ხელს უშლის შარდმჟავას სახსრებში განთავსებას. ამ გზით აგაცილებთ პოდაგრისა და ართრიტის განვითარებას.

მაგნიუმის სულფატი წარმოდგენილი ფხვნილის სახით წყალში უნდა გახსნათ და ისე მიიღოთ. ღვიძლის გასაწმენდად რეკომენდებულია მაგნიუმის სულფატის 1 ჩ. კ. გახსნათ 150 მლ წყალში. მომზადებული ხსნარი მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ 20 მლ-ის ოდენობით.

წონაში დასაკლებად და ყაბზობისგან თავის დასაღწევად გამოიყენეთ სტატიაში მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული საშუალება, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია:

  • ადუღებეული წყალი 250 მლ
  • მაგნიუმის სულფატი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ნატურალური თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მაგნიუმის სულფატის ფხვნილი გახსენით თბილ წყალში. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.
  2. რეკომენდებულია სასმელი მიიღოთ ორი თვის განმავლობაში,
  3. კვირაში ერთხელ საუზმის შემდეგ ან დაძინებამდე 1 საათით ადრე.

თუ თქვენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ხალხური საშუალებების გამოყენებამდე რეკომენდებულია , კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

საოცრად ეფექტურ მეთოდად ითვლება მაგნიუმის სულფატით გაჯერებული აბაზანების მიღება, რომელიც მოგიხსნით შეშუპებას, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, ასწრაფებს მეტაბოლზმის დონეს და ამცირებს ცელულიტს.

აბაზანები მიიღეთ კვირაში 1-2-ჯერ. რეკომენდებულია მიიღოთ აუცილებლად ძილის წინ და ხანგრძლივობა 15-20 წუთი. აბაზანა გაავსეთ თბილი  წყლით, დაამატე 1 ჩ. ჭ. ზღვის მარილი და 60-70 გრ მაგნიუმის ფხვნილი. ვანის მიღების შემდეგ დაუყონებლივ დაწექით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ყურადღება მიაქციეთ მაგნიუმის სულფატის მოხმარების რაოდენობას, გაიჯერეთ ორგანიზმი ამ საჭირო ნივთიერებით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.